Loading

პროექტის შესახებ


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით  2010 წლის სექტემბერში პირველკლასელებს  სახელმწიფო ნეტბუქებს აჩუქებს.

ნეტბუქი არის თანამედროვე საბავშვო კომპიუტერი, რომელიც კომპანია  INTEL-თან თანამშრომლობის შედეგად, 3000 ცალი სპეციალურად  საქართველოს სკოლებისთვის   დამზადდა. პროექტის ფარგლებში  ნეტბუქები დაურიგდებათ  ბათუმის, ზუგდიდის, წეროვანის და მესტიის ყველა სკოლის პირველკლასელს და  ქუთაისისა და თბილისის რამდენიმე სკოლის პირველკლასელს. საქართველოს პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს თანამედროვე საბავშვო კომპიუტერები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ბავშვებსაც გადაეცეს. პრეზიდენტი რუსეთის  საოკუპაციო ხელისუფლებას სთავაზობს, კომპიუტერები ბავშვებს შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გადასცეს.

თანამედროვე საბავშვო კომპიუტერები, რომელებიც პატარებს გადაეცემათ, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზეა  შექმნილი. იმისათვის, რომ  ნეტბუქი ბავშვისთვის ადვილად გამოსაყენებელი ყოფილიყო   მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კომპეტენტური სპეციალისტი მუშაობდა.  ნეტბუქების შეტანა სკოლებში არ გულისხმობს სახელმძღვანელოების ხმარებიდან ამოღებას, კომპიუტერი იქნება მხოლოდ ინფორმაციის მიღების დამატებითი წყარო. პირიქით, მინისტრის განცხადებით, წელს საქართველოს მთავრობა  დახარჯავს რვა მილიონ ლარს, იმისათვის, რომ სოციალურად დაუცველ ყველა ბავშვს  სახელმძღვანელოები შეუძინონ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კლასში იქნებიან ისინი.

თანამედროვე საბავშვო კომპიუტერში ჩატვირთული იქნება  სასწავლო პროგრამები უცხო ენაში, ქართულში, მათემატიკასა და ლოგიკაში, აგრეთვე, იქნება სხვა კლასგარეშე სახელმძღვანელოებიც და სასწავლო-შემეცნებითი  თამაშები. ნეტბუქში ჩატვირთული იქნება სრულფასოვანი ოპერაციული სისტემა  მოსწავლეებს გარდა შეთავაზებული პროდუქციისა შესაძლებლობა ექნებათ თვითონაც ჩატვირთონ მასში პროგრამები, თამაშები და სახელმძღვანელოები. ნეტბუქებს აქვთ უკაბელო ინტერნეტის  ფუნქცია და მოსწავლეებს სკოლაში უფასოდ შეეძლებათ ინტერნეტით სარგებლობა.

ნეტბუქები დაურიგდებათ პედაგოგებსაც და ისინი აგვისტოში სპეციალური გადამზადების ერთვიან კურსს გაივლიან. სკოლებში სიტემატიურად მიმდინარეობს ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევებით  პედაგოგთა და მოსწავლეთა მომზადების პროცესი. 2009 წელს საბაზო ტრენინგები 2119-მა მასწავლებელმა გაიარა. 2010 წელს ჯამში გადამზადდება  1900 მასწავლებელი. უკვე მეორე წელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამას ახორციელებენ. შედეგად, ახალი სასწავლო წლიდან ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში უფრო ინტენსიური გახდება.

 

თანამედროვე ტექნოლოგიების, კომპიუტერიზაციის და ინტერნეტის სამყაროში აუცილებელია ბავშვს სწორი განვითრებისთვის და მომავალში სრულყოფილი საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებთან ურთიერთობა თავიდანვე ჰქონდეს. ხოლო, თუ ეს შერწყმული იქნება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და სასკოლო პროგრამებთან, უფრო დიდი ალბათობაა ბავშვმა თავისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება, მოძიებისთვის გამოიყენოს კომპიუტერი და ინტერნეტი.  სწორედ ამიტომ,პირველკლასელებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე გადაწყვიტა ნეტბუქების დარიგება. კომპიუტერი ბავშვებისთვის რომ უფრო ადვილად აღსაქმელი და სახალისო ყოფილიყო მას პირობითად ”ბუკი” დაერქვა.

პარალელურად შეიქმნა ეს ვებ-გვერდი, რომლითაც გარდა პირველკლასელებისა ისარგებლებს ყველა მოსწავლე. ვებ-გვერდი იქნება  სასწავლო-შემეცნებითი, ატვირთული იქნება სხვადასხვა ინტერაქტიული თამაშები, ელოქტრონული ბიბლიოთეკა, უახლესი ინფორმაცია, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ასევე სკოლებში მიმდინარე სიახლეებზე. ზუსტად ის მასალა, რაც მოსწავლეებს სჭირდებათ.  ყველაფერი ეს იქნება ბავშვებისთვის გასაგებ  ენაზე. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა ბავშვისთვის შეიძინოს  დამხმარე ლიტერატურა. საიტი ნაწილობრივ ამ პრობლემას მოხსნის. რადგან ყველა ის სახელმძღვანელო, რაც ბავშვის განვითარებისთვისაა საჭირო იქნება ატვირთული საიტზე.  დაინტერესებული პირები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლების პროცესში გამოყენების მეთოდებს, რას სწავლის  პროცესს უფრო ინტერაქტიულს და საინტერესოს გახდის.

 

საიტზე აგრეთვე იქნება ვირტუალური ლაბორატორიები, რადგანაც სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურა არ იძლევა საშუალებას ყველა სკოლას ჰქონდეს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საგნობრივი ლაბორატორიები. ახალი კომპიუტერული პროგრამები კი, რომლებიც პორტალზე განთავსდება მოსწავლეებს საშუალებას მისცემენ  საგნობრივი ვირტუალური ლაბორატორიებით ისარგებლონ და სრულყოფილი დაკვირვებები და ცდები ჩაატარონ, ოპერატიულად მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში 2011 სასწავლო წლიდან ნეტბუქები გადაეცემა  საქართველოს ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს.


შეინახე შენზე მონდობილი საიდუმლოდ!

ლათინური გამონათქვამი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations