Loading



ავტორების სია » აკაკი ბაქრაძე


დაიბადა : 29.03.1928 წ
გარდაიცვალა : 05.12.1999 წ

აკაკი ბაქრაძე დაიბადა 1928 წლის 29 მარტს, 1948 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ოზურგეთში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. აკაკი ბაქრაძე მუშაობდა კინოსტუდია ''ქართული ფილმის'' სასცენო განყოფილების ჯერ რედაქტორად, შემდეგ უფროს რედაქტორად (1955-1960 წწ.), შემდეგ სასცენო სარედაქციო განყოფილების მთავარ რედაქტორად (1964-1968 წწ.). იგი იყო საქართველოს რუსთაველის სახელმწიფო თეატრის დირექტორი (1973-1980 წწ.). საქართველოს კინომატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი (1986-1988 წწ.), კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1988-1989 წწ.). აკაკი ბაქრაძემ პირველი წერილი (რეცენზია ფილმზე ''ჩვენი ეზო'', 1954 წ.) გამოაქვეყნა ჟურნალ ''ცისკარში''. 1966 წ. გამოსცა პირველი წიგნები: ''კინოკრიტიკული ეტიუდები'' და ''კრიტიკული წერილები''. წიგნში ''მითოლოგიური ენგადი'' (1969 წ.) იგი ერთ-ერთი პირველი იკვლევდა თანამედროვე ქართულ მწერლობაში მითოლოგიზაციის პროცესს, წიგნში ''ილია ჭავჭავაძე'' (1984 წ.) ახალი კუთხით გაანალიზა დიდი მწერლისა და მოღვაწის შემოქმედების, მსოფლმხედველობისა და ტრაგიკული აღსასრულის პრობლემები.

აკაკი ბაქარაძის წიგნებია: ''სჯანი'' (1972 წ.), ''ფიქრი და განსჯა'' (1972 წ.), ''კრიტიკული გულანი'' (1977 წ.), ''მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა'' (1978 წ.), ''პილპილმოყრილი მადლი'' (1989 წ.), ''რწმენა'' (1990 წ.), ''მწერლობის მოთვინიერება'' (1990 წ.), ''ილია და აკაკი'' (1993 წ.), ''დაწუნებული გზა'' (1995 წ.).

აკაკი ბაქრაძე 1989 წ. აირჩიეს სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტად, იყო სსრკ სახ. დეპუტატი, სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი (1989-1991 წწ.), 1989 - 1991 წწ. რუსთაველის საზოგადოების თავჯდომარე, 1991 - 1996 წწ. კითხულობდა ლექციებს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1995 წელს აირჩიეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

აკაკი ბაქრაძე გარდაიცვალა 1999 წლის 5 დეკემბერს.

ნაწარმოებები :

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations