Loading



ავტორების სია » სერგეი ესენინი


დაიბადა : 21.09.1895 წ
გარდაიცვალა : 28.12.1925 წ

სერგეი ალექსანდრეს ძე ესენინი დაიბადა 1895 წლის 21 სექტემბერს (ძველი სტილით) რიაზანის ოლქის სოფელ კონსტანტინოვოში. დღეს ეს სოფელი ესენინის სახელს ატარებს.  ესენინის მშობლები ღარიბი გლეხები იყვნენ. ამიტომ სერგეის ზრდიდა შეძლებული გლეხი-ბაბუა, თედორე ტიტოვი.   კითხვა ხუთი წლისას ასწავლეს, სკოლა კი ფრიადზე დაამთავრა. თორმეტი წლის სერგეი სოფლის სკოლიდან სასწავლებლად სამასწავლებლო სკოლას მიაბარეს. ნათესავებს სურდათ ,რომ მისგან სკოლის მასწავლებელი გამოსულიყო. ესენინმა წელიწადნახევარში მიატოვა სასწავლებელი და 1912 წელს მოსკოვში გაემგზავრა. 1913 წელს თავისუფალ მსმენელად შევიდა შანიავსკის უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოსოფიურ ფაკულტეტზე.
 
სერგეი ესენინის ერთ-ერთი უკანასკნელი პოემა იყო "ნაძირლების ქვეყანა", სადაც იგი აკრიტიკებდა საბჭოურ წყობილებას. ამის შემდეგ დაიწყო მისი გაკრიტიკება გაზეთებში. უკანასკნელი ორი წელი მისი ცხოვრების აქეთ-იქით სიარულში გავიდა. ემალებოდა მართლმსაჯულებას. 1925 წელს მას დაპატიმრების შიშით მოუწია დაწოლა ფსიქიატრიულ კლინიკაში. სოფიო ტოლსტაია შეუთენხმდა პროფესორს, რომ ესენინისათვის გამოეყოთ ფასიანი ცალკე პალატა, სადაც იგი შეძლებდა ლიტერატურული საქმიანობის განხორციელებას. ესენინის ადგილმდებარეობა იცოდა რამოდენიმე ადამიანმა, მაგრამ მაინც გამოჩნდა გამყიდველი, რომელმაც დააბეზღა იგი. 28 ნოემბერს ჟანდარმერიამ მოსთხოვა პროფესორს ესენინის გადმოცემა, მაგრამ პროფესორმა უარყო მისი კლინიკაში ყოფნა. როცა ესენინმა დრო იხელთა 23 დეკემბერს ლენინგრადში გაემგზავრა 28 დეკემბრის ღამეს სერგეი ესენინი სასტუმრო "ანგლეტერში" მოკლეს და გაითამაშეს თვითმკვლელობა პირქუში შავი კაცი (პოემა "შავი კაცი") ესენინის ხშირი სტუმარი იყო. იგი მოსვენებას არ აძლევდა, პოეტი მას ხშირად ჯაბნიდა, მაგრამ,  საბოოლოოდ,  მაინც შავმა კაცმა აჯობა. აი, ამ შავი კაცის მსხვერპლი გახდა ესენინი 1925 წლის 28 დეკემბერს.

მისი ნეშტი გადატანილ იქნა მოსკოვში და დაკრძალულ იქნა ვაგონკოვოს სასაფლაოზე. დაკრძალვა იყო გრანდიოზული. თანამედროვეთა გადმოცემით ასე არ დაუკრძალავთ არც ერთი რუსი პოეტი.
      
1912 წელს იგი ხდება ლიტერატურულ-მუსიკალური წრის წევრი. ესენინი იბეჭდებოდა 1914 წლის მოსკოვის საბავშვო ჟურნალებში.  1922 წელს მაისში საზღვარგარეთ გაემგზავრა.  ორი წლის განმავლობაში იგი მოგზაურობდა     გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მალე საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ ესენინი ჯერ აზერბაიჯანში, ხოლო შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა.     საქართველოში შექმნა ოცდაცამეტი ნაწარმოები: ცხრა დიდი და მცირე პოემა, ოცდასამი ლექსი და ერთი ლიტერატურული წერილი.

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations