Loading



ავტორების სია » ოტია იოსელიანი



საუკუნე

ოტია შალვას ძე იოსელიანი (დ. 16 ივნისი, 1930, სოფ. გვიშტიბი, ახლანდელი წყალტუბოს რაიონი), ქართველი მწერალი.
1961 დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები. თხზულებებს აქვეყნებს 1954 წლიდან. მოთხრობების პირველი კრებული "კარის მეზობლები" გამოსცა 1957 წელს. ნაყოფიერად მუშაობს როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერს პიესებს და კინოსცენარებს. იოსელიანის რომანებში ("ვარსკვლავთცვენა", 1962; "ტყვეთა ტყვე", "შავი და ცისფერი მდინარე", 1975) მთავარია ომის თემა. ავტორი ყურადღებას ამახვილებს ზნეობრივ-ეთიკურ პრობლემატიკაზეც (რომანი "იყო ერთი ქალი", 1970). იოსელიანი ინტენსიურად მუშაობს საბავშვო მწერლობის დარგში (კრებულები "ცხრა მთას იქით", 1969; "დაჩის ზრაპრები", 1973; "ცაგამთენია", 1973 და სხვა). ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე ("ადამიანი იბადება ერთხელ", "როცა სიყვარული მოვა", "სანამ ურემი გადაბრუნდება", "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი") დაიდგა საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე. ავტორია კინოსცენარებისა "ჩქარი მატარებელი", "მალე გაზაფხული მოვა", "თეთრი ქალიშვილი" და სხვა. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია უცხო ენებზე. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით.

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations