Loading



ავტორების სია » მუხრან მაჭავარიანი


დაიბადა : 12.04.1929 წ
გარდაიცვალა : 17.05.2010 წ

მუხრან ივანეს ძე მაჭავარიანი (12 აპრილი, 1929, სოფელ არგვეთი, საჩხერის რაიონი - 17 მაისი, 2010, ქ. თბილისი), ქართველი პოეტი. 1954 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1963 - 1964 წლებში იყო ჟურნალ ''პიონერის" მთავარი რედაქტორი. 1967 - 1982 წლებში ჟურნალ ''დილის" მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ ''საუნჯის" მთავარი რედაქტორია.

პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი ''ლექსები" - 1955 წ. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - ''წითელი მზე და მწვანე ბალახი" და ''სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა ე. ევტუშენკომ. ამ კრებულისათვის მ. მაჭავარიანს მიენიჭა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება 1959 წ. მომდევნო კრებულები: ''ლექსები, პოემა" დაიბეჭდა 1962 წ.; ''იარონ" - 1970 წელს; ''თქვი" - 1971 წ.; ''ვინც იყო, იგი რომ არა..." - 1973 წ.; ''დუმილი რეკავს" - 1974 წ.; ''ლექსები" - 1976 წ.; ''ერთტომეული" - 1979 წ. ეს იყო მკვეთრად თავისებული პოეტური ხმის დახვეწის, სრულყოფის ეტაპები.

მ. მაჭავარიანის მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულთაა შთაგონებული, მისი შემოქმედებული კრებულიც, პირველ ყოვლისა, პატრიოტიზმზეა დაფუძნებული (''საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე", ''ხარ სავსავი ჩემთვის ტაძარი", ''თქვა ოპიზარმა", ''დუმილი რეკავს" და სხვა). პათოსითა და სიმახვილით გამოარჩევა მუხრანს რამდენიმე ლექსი, რომელშიც ხაზგასმულია შემოქმედის, როგორც მოქალაქის პოზიცია (''სხდომა", ''ხმას ამოიღებ...", ''რაშია საქმე" და სხვა).

მ. მაჭავარიანის ლექსები ცნობილ ისტორიულ ამბავს წარმოსახავს და ბალადურად ვითარდება (''საბა" , ''დავითი", ''ჭოლა", ''ვახტანგ მეფის ნანადირევი" და სხვა). მათში აღსანიშნავია მხატვრის თვალთახედვა, ეფექტური აღქმა და ფრაზის აზრობრივი ტევადება.

მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილოსოფიურ ლირიკას, რომელც უმეტესწილად მცირე ზომის ლექსებით, ზოგჯერ თითო პოეტური წინადადებით არის წარმოდგენელი (''უკვე მოვხუცდი", ''თქვი", ''როდემდე", ''ვეძებ და ვეძებ" და სხვა).

ერთობ ნიშანდობლივია მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებაში სოფლის თემა, მშობლიური პეიზაჟები, წელიწადის დრონი და ყოფაცხოვრებითი სურათები, რომლებსაც ახლავს მზიური, მაჟორული განწყობა და ჯანსაღი დაძალოვანი შეგრძნებანი.

მ. მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.

ნაწარმოებები :

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations