Loading



ავტორების სია » იოსებ ნონეშვილი


დაიბადა : 06.04.1918 წ
გარდაიცვალა : 1980 წ

იოსებ ნონეშვილი (დ. 6 აპრილი, 1918 - გ. 1980), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ კარდანახში (გურჯაანის რაიონი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1938 წ. ჟურნალ „ჩვენს თაობაში". 1940 წ. გამოსცა პირველი პოეტური კრებული. 1941-1945 წლებში მოქმედ არმიაშია. მისი შემოქმედება თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. წლების მანძილზე რედაქტორობდა ჟურნალ „დილას", გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოს", არჩეული იყო მშვიდობის დაცვის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარედ. სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად, მიღებული აქვს გ. ტაბიძის სახელობის პრემია წლის საუკეთესო ნაწარმოებისათვის. 1981 წ. მიენიჭა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (გარდაცვალების შემდეგ).


 

ნაწარმოებები :

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations