Loading



ავტორების სია » ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი



საუკუნე

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, XV საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი. ეროვნული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის მებრძოლი. ციციშვილთა ფეოდალური საგვარეულოსა და საციციანოს ერთ-ერთი ფუძემდებელი. XV საუკუნის 60-იან წლებში იგი ფანასკერტიდან (ტაო) შიდა ქართლში გადასახლდა. მის სახელთან არის დაკავშირებული საციციანოს კულტურული დაწინაურება, ყინწვისის მონასტრის განახლება და ეკვდერის მიშენება. ავტორია ორიგინალური სამედიცინო ძეგლისა "სამკურნალო წიგნი-კარაბადინი". წიგნში განხილულია თეორიული და პრაქტიკული მედიცინის საკითხები. მისი აზრით, ავადმყოფის განსაკურნავად საჭიროა, ზუსტ ცოდნაზე აგებული მკურნალობის რაციონალური მეთოდების გამოყენება. იგი უარყოფს ფსიქიკური დაავადებათა მისტიკურ ბუნებას და მათ ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების გამოვლენად მიიჩნევს.

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იგი დაიბადა 1438 წელს.

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი-მხედართმთავარი და ბრძენთმთავარი, ასე მოიხსენიება ძველ თუ ახალ წყაროებში პიროვნება, რომელსაც ქვეყნის წინაშე მიუძღვის დიდი ღვაწლი, როგორც იმ დროინდელი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური წინსვლისათვის.
თამარ მეფეს მხედართმთავარ ზაქარიასათვის ომში წარმატებისათვის უბოძებია ფანასკერტის ციხე და სწორედ აქედან წარმომდგარა ფანასკერტელთა გვარეულობაც. ამ გვარის  წარმომადგენლები იყვნენ შემდგომში ცნობილი პიროვნებები თაყა და ციცი ფანასკერტელები, რომლებიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ.

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ციცის შვილი უნდა იყოს ზაზა, რომელიც შემდგომში ცნობილია ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილად იწოდება

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations