Loading



ავტორების სია » შიო მღვიმელი



საუკუნე

შიო მღვიმელი დაიბადა 1866 წლის თებერვალში, სოფელ ბრეთში, ღარიბი მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა. მალე უფროსმა ძმამ, გიორგიმ, შიო თავისთან წაიყვანა კახეთში, სადაც იგი მასწავლებლად ყოფილა გამწესებული. ძმამ წერა-კითხვა. 
სამწუხაროდ, ძმა შორს გადაიყვანეს სამუშაოდ და შიოც შინ დაბრუნდა. მოხერხდა პატარა შიოს გორის საოსტატო სემინარიასთან არსებულ ოთხკლასიან სასწავლებელში ჩარიცხვა. შიომ 1887 წელს დაამთავრა სასწავლებელი.

 გორში გატარებული წლები მრავალმხრივ სამახსოვრო იყო შიოსთვის. აქ მიიღო მან პირველი პოეტური ნათლობა. აქვე ნიკო ლომოურმა შეარქვა მას მღვიმელი (შიოს გვარია ქუჩუკაშვილი) და ბოლოს, გორში დაუმეგობრდა შიო დიდებულ ძმებს რაზიკაშვილებს: საჟას, ბაჩანასა და თედოს.

თბილისში ჩამოსულ ხელმოკლე ჭაბუკს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მოუძებნეს მცირეხელფასიანი ადგილი. იყო იმავე დაწესებულების წიგნის მაღაზიაში გამყიდველადაც. აქ 1909 წლამდე იმუშავა. თავმდაბალ, უპრეტენზიო შიოს დიდი სამსახურებრივი კარიერა არც უძებნია. 1923 წლამდე, პენსიაზე გასვლამდე, ჟურნალ-გაზეთებში კორექტორად მუშაობდა. 

შიო მღვიმელის პირველი ლექსი 1885 წელს დაიბეჭდა გაზეთ „დროებაში". გორიდან მან უკვე გამოსაცემად მომზადებული საბავშვო ლექსთა კრებული ჩამოიტანა. ეს ლექსები უფრო მოგვიანებით, 1891 წელს დაისტამბა ცალკე წიგნად.

ნაწარმოებები :

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations