Loading



ავტორების სია » პროსპერ მერიმე


დაიბადა : 28.09.1803 წ
გარდაიცვალა : 23.09.1870 წ

 პროსპერ მერიმე დაიბადა 1803 წელს პარიზში, პროგრესულად მოაზროვნე ხელოვანთა ოჯახში.    ის დადიოდა 1815 წლიდან ნაპოლეონ ალიას ჰენრი IV-ის სახელობის ლიცეუმში. მიუხედავად იმისა, რომ პროსპერ მერიმემ დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, იგი იმთავითვე იყო დაინტერესებული ისტორიით, არქეოლოგიით, ხელოვნებით, განსაკუთრებით ქანდაკებით, არქიტექტურით და, აგრეთვე, თანამედროვე და კლასიკური ენებით. ცხოვრების გზის განსაზღვრაში გადამწყვეტი შეიქნა 1822 წელი, როცა 19 წლის ჭაბუკი შეხვდა მის უფროს თანამედროვეს, მომავალ მეგობარს, სტენდალს, რომლის მეშვეობით ის დაუახლოვდა პარიზის რომანტიკოს მწერალთა უმრავლესობას, მათ შორის ვიქტორ ჰიუგოს.

1825-1826 წლებში მერიმემ იმოგზაურა ინგლისში, 1830 წელს - ესპანეთში, სადაც მან ნაპოლეონ III-ის მომავალი მეუღლე ეჟენი გაიცნო, რომელსაც ფრანგულ ენას ასწავლიდა. მისი მეოხებით მერიმე მეორე იმპერიის სენატორიც კი გახდა და დიდად დაუახლოვდა სასახლის წრეებს,  სამწერლო ასპარეზზე პროსპერ მერიმე გამოდის რესტავრაციის ეპოქის ოციან წლებში, რომანტიკოსებითვის ჩვეული ლიტერატურული მისტიფიკაციით „კლარა გაზიულის თეატრი", კრებულში თავდაპირველად შეტანილი იყო შემდეგი პიესები: „ესპანელები დანიაში",  „დედაკაცი ეშმაკია",  „ცა და ჯოჯოხეთი", „აფრიკული სიყვარილი" და  „ინეს მენდო". კრებულის შემდგომ გამოცემას მწერალმა კიდევ დაუმატა ორი პიესა - „შემთხვევა" და „წმინდა ზიარების ეტლი".

„კლარა გაზიულის თეატრს" მოჰყვა მერიმეს მეორე ლიტერატურული მისტიფიკაცია: „გიუზლა", ანუ ილირიული პოეზიის რჩეული.  1828 წელს მერიმემ გამოაქვეყნა ისტორიული დრამა - ქრონიკა, დამუშავებული შუა საუკუნეების ფეოდალური ჩაგვრისა და უკუღმართობის წინააღმდეგ,      ივლისის რევოლუციის წინ მერიმეს ოპოზიციურმა განწყობილებამ გამოხატულება ჰპოვა ისტორიულ რომანში -  „შარლ IX მეფობის ქრონიკა".  მერიმეს პირველი და ცნობილი ნოველებია: „ტამანგო",  „სანგრის აღება", „მატეო ფალკონე", „შარლ IX ზმანება", „ფედერიგო", „ეტრუსკული ლარნაკი" და სხვა. ეს ნოველები თავის დროზე ქვეყნდებოდა ცალ - ცალკე სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში, შემდეგ კი დაახლოებით 1832 - 1833 წლებში გამოიცა ცალკე წიგნად „მოზაიკის" სახელწოდებით.

სიცოცხლის დასასრულს იგი ხელახლა უბრუნდება მხატვრულ შემოქმედებას და წერს სამ ნოველას: „ლურჯი ოთახი", „ჟუმანი" და „ლოკისი".   1856 წლიდან მერიმე ფიზიკურად მეტად დაუძლურდა ასთმის შედეგად. 1860 წელს, 26 წლიანი სამსახურეობრივი მოვალეობის შემდეგ, მან ისტორიული ძეგლების დაცვის მთავარი ინსპექტორის თანამდებობა დათმო და 1863 წელს უარი თქვა განათლების მინისტრის თანამდებობაზე. 1870 წლის 23 სექტემბერს მწერალი გარდაიცვალა. იგი კანში რანდ ჟას სასაფლაოზეა დაკრძალული.

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations