Loading



ავტორების სია » სტენდალი


დაიბადა : 23.01.1789 წ
გარდაიცვალა : 23.03.1842 წ

სტენდალი (ნამდვილი გვარი: ანრი მარი ბეილი ფრანგულად. A. Marie Beyle) დაიბდა 23.01.1789, გრენობლში, გარდაიცვალა 23.03.1842, პარიზში.

ფრანგი მწერალი სწავლობდა იზერის ცენტრალურ სკოლაში, 1799 წელს პარიზში გაემგზავრა და სამხედრო სამინისტროში დაიწყო მუწაობა. მონაწილეობდა ნაპოლეონის ლაშქრობებში. 1830 წელს დაინიშნა საფრანგეთის კონსულად ტრიესტში, 1831 წ. ჩივიტაველაში, სადაც 10 წელი დაჰყო.

სიცოცხლეში აღიარება არ მოუპოვებია. მისი ადრინდელი ნაწარმოებები ''აზრები'', ''ახალი ფილოსოფია'', კომედიები: ''ორი კაცი'', ''ლიტელიე'', ''წერილები პოლინისადმი'' და სხვ. XX ს. 30-იან წლებში გამოქვეყნდა. 1817 წელს გამოქვეყნდა სამი ნაშრომი: ''პაილნის, მოცარტისა და მეტასტაზიოს ცხოვრება'', ''ფერწერის ისტორია იტალიაში'' და ''რომი, ნეაპოლი და ფლორენცია'', ''გასეირნება რომში'' - 1829 წ., ''ტურისტის ჩანაწერები'' - 1838 წ., ''სიყვარულის შესახებ ტრაქტატი'' - 1822 წ., მწერლის შედევრებად მიჩნეულია რომანები: ''წითელი და შავი'' _ 1830 წ., ''პარმის სავანე'' - 1839 წ. ამ ორ მონუმენტურ რომანს წინ უძღოდა ''იტალიური ქრონიკები''. სტენდალს ეკუთვნის მემუარული ჟანრის ბრწყინვალე ნიმუშები, ავტობიოგრაფიული მოთხრობები: ''ეგოისტის მოგონებები'' - 1832 წ., ''ანრი ბრიულარის ცხოვრება'' - 1835 წ.
სტენდალის ნაწარმოებთა პირველი ქართული თარგმანები ეკუთვნის გ. ქიქოძეს.



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations