Loading



ავტორების სია » იესე ტლაშაძე



მოღვაწეობის საუკუნე : XVIII საუკუნე

იესე ტლაშაძე XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი. ეკუთვნის პოემა "ბაქარიანი" ("კათალიკოზ-ბაქარიანი", დაწერილია სტამბოლში, 1727), რომელშიც აღწერილია ვახტანგ VI-ისა და მისი შვილის ბაქარის ამბები, ქართლის აოხრება სპარსელებისა და ოსმალებისაგან, ვახტანგის რუსეთში გადახვეწა, ხოლო მისი ძმის, კათოლიკოს დომენტის სტამბოლში გაწვევა და იქაური თავგადასავალი. როგორც ჩანს, ტლაშაძე ჯერ კიდევ 1724 წლამდე ყოფილა რუსეთში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი კათოლიკოს დომენტის გაჰყოლის სტამბოლში. ტლაშაძე არსებითად არჩილ II-ის მიმდევარია ქართულ მწერლობაში. იგი თაყვანს სცემს შოთა რუსთაველს, აუგად მოიხსენიებს მის ეპიგონებს, თუმცა მის პოემაში იგრძნობა ვეფხისტყაოსნის დიდი გავლენა. "ბაქარიანზე" ზემოდმედება მოუხდენია იოსებ სააკაძის "დიდმოურავიანსაც".

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations