Loading



ავტორების სია » გუსტავ ფლობერი


დაიბადა : 12.12.1821 წ
გარდაიცვალა : 08.05.1880 წ

გუსტავ ფლობერი - ფრანგი მწერალი, ფრანგული ლიტერატურის კლასიკოსი.

წერა ბავშვობიდანვე დაიწყო, მაგრამ 1855 წლამდე არაფერი გამოუქვეყნებია. მისი ადრინდელი ლიტერატურული ნაწარმოებები რომანტიკული ხასიათისა იყო, წერდა უმთავრესად სათავგადასავლო ნოველებს, მომდევნო ეტაპზე - ფილოსოფიურ მოთხრობებსა და რომანებს. ამ პერიოდში ყურადღებას იპყრობს რომანის ''გრძნობათა აღზრდა'' (1843-45) პირველი რედაქცია. ფლობერმა შეიმუშავა ავტორისეული მიუკერძოებლობის კონცეფცია, რაც გულისხმობდა ავტორის ჩაურევლობას გმირის ფსიქოლოგიაში, მის ხასიათსა და გარემოში. 50-60-იან წლებში დაწერა ''ქალბატონი ბოვარი'', ''პროვინციული ზნეობანი'' და ''სალამბო''.

ფლობერის რეალიზმის უმაღლესი გამოხატულება იყო რომანი ''გრძნობათა აღზრდა'' - 1889 წ. მწერლის შემოქმედებით ევოლუციაზე მიგვანიშნებს ფილოსოფიური დრამა ''წმინდა ანტუანის ცდუნება'' - 1849 წ. 70-იან წლებში მუშაობა დაიწყო უკანასკნელ დიდ რომანზე ''ბუვარი და პეკიუშე'', გამოქვეყნდა 1882 წ.

ნაწარმოებები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations