Loading



ავტორების სია » ერლომ ახვლედიანი



საუკუნე

ერლომ ახვლედიანი მწერალი, კონოდრამატურგი. დაიბადა თბილისში 1933 წლის 23 ნოემბერს. დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი (1957), უმაღლესი სასცენარო კურსები (მოსკოვი, 1964). იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორი (1959-60), საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1967-68), "ქართულ ფილმთან" არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი (1971-72), სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1979-87), თსთი სასცენარო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი (1982-87, 1995-99) არის ავტორი წიგნებისა "ზარმაცი თაგუნას ამბავი "ვანო და ნიკო" თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ და არაბულ ენებზე) არის სსრკ პრემიების ლაურიატი.


სცენარის ავტორია ფილმებისა: 1. სულელი ბროწეულის ხე ( 1999); 2. ერთაწმინდა ( 1994); 3. ნოე; ( 1991); 4. ეი, მაესტრო ! ( 1987); 5. ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა ( 1984); 6. ქართლოსიანთა საკურთხეველი ( 1982); 7. ცხელი ზაფხულის სამი დღე ( 1981); 8. ძნელი დასაწყისი ( 1981); 9. გზა შინისაკენ ( 1981); 10. არასერიოზული კაცი ( 1980)
11. რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე ( 1978); 12. ბათა ქექია ( 1978); 13. ამაღლება ( 1977); 14. ივანე კოტორაშვილის ამბავი ( 1974); 15. საერთო კედელი ( 1972); 16. ფიროსმანი ( 1969); 17. უსახელო უფლისციხელი ( 1968); 18. აპრილი ( 1962).


გადაღებულია ფილმებში: 1. დაბრუნება - (1990); 2. სუვენირი - (1986); 3. თეთრი ღამე - (1984);4. ცხელი ზაფხულის სამი დღე (რამაზი) - (1981).

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations