Loading



ავტორების სია » ბორის პასტერნაკი


დაიბადა : 10.02.1860 წ
გარდაიცვალა : 30.05.1960 წ

ბორის ლეონიდის ძე პასტერნაკი (29 იანვარი/10 თებერვალი, 1890, მოსკოვი, რუსეთი — 30 მაისი, 1960, პერედელკინო, მოსკოვის ოლქი, სსრკ), რუსი პოეტი და მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1958).

ბორის პასტერნაკი 1909 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, 1912 წლიდან - გერმანიაში, მარბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1913 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები, 1914 წელს - პირველი პოეტური კრებული ''ტყუპისცალი ღრუბლებში''. 1917 წ. გამოვიდა კრებული ''დაი ჩემი, ცხოვრება''. 1932 წ. გამოიცა წიგნი ''მეორედ დაბადება'', რომელიც ბუნებრივი შედეგი იყო პოეტის მოგზაურობისა საქართველოში. 1933 წ. მეორედ ეწვია საქართველოს და შეუდგა ქართული პოეზიის თარგმნას. ამ დროიდან 50-იანი წლების მიწურულამდე თარგმნა ვაჟა-ფშაველას ''გველის მჭამელი'', ნ. ბარათაშვილის პოეზია მთლიანად, აკაკის ლირიკა, ტიციანის, პაოლოს, ვ. გაფრინდაშვილის, ი. გრიშაშვილის, კ. ნადირაძის, გ. ლეონიძის, ს. ჩიქოვანის, ი. აბაშიძის ლექსები. საქართველოს მიუძღვნა პოეტმა ორი პოეტური რკალი: ''მხატვარი'' და ''მგზავრის ჩანახატები'' (1936) კრებულში ''ადრიანი მატარებლით'' (1941) კვლავ იჩინა თავი პოეტის პატრიოტულმა და დემოკრატიულმა სულისკვეთებამ, რომელიც გამძაფრდა დიდი სამამულო ომის პერიოდის ლირიკაში (კრებული ''მიწიერი სივრცე'', 1945). მის კალამს ეკუთვნის რომანი ''ექიმ ჟივაგოს'' 1957 წ. 1958 წ. რომანისათვის მინიჭებულ ნობელის პრემიაზე უარი თქვა.

პასტერნაკის ახალი შემოქმედებძითი აღმავლობა გამოვლინდა კრებულში ''ოდეს გამოიდარებს, ოდეს გადაირევა'' (1956-59), პოეტის უკანასკნელი წიგნი იყო ''ლექსები საქართველოზე, ქართველი პოეტები'' (1958).



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations