Loading



ავტორების სია » დემნა შენგელაია


დაიბადა : 1896 წ
გარდაიცვალა : 1890 წ

დემნა შენგელაია დაიბადა 1896 წელს სამტრედიაში. თავდაპირველად სასწავლებლად თბილისის რკინიგზის სკოლაში მიაბარეს, შემდგომ კი ქართულ გიმნაზიაში გადაიყვანეს, რომელიც 1917 წელს დაასრულა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დ. შენგელაია სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვს გამგზავრებულა, მაგრამ რამდენიმე თვეში უკან დაბრუნებულა და 1917-1919 წლებში, როგორც საქართველოს შეიარაღებული არმიის რიგით ჯარისკაცს, მონაწილეობა მიუღია სამხრეთის ფლოტზე მიმდინარე საომარ ოპერაციებში, სადაც დაჭრილა კიდეც.
      1920 წელს მას სწავლა გაუგრძელებია თბილისის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტზე, მაგრამ 1922 წელს სწავლისათვის თავი დაუნებებია და აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას შესდგომია.  1932 წელს დ. შენგელაია სასწავლებლად შედის თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გეოლოგიის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი გატაცებით ეუფლებოდა ახალ სპეციალობას,  მწერლობის   დიდ  სამყაროში  უკვე სამუდამოდ   ფეხშედგმულმა   სამიოდე   წლის   შემდგომ   მიანება სწავლას  თავი  და მთელი ძალა  და  ენერგია   შემოქმედებით    მოღვაწეობას    დაუთმო.   
         სხვადასხვა დროს  იგი იყო  სამწერლო  ორგანიზაციის  პრეზიდიუმისა     და  ლიტერატურული ჟურნალ    გაზეთების    რედკოლოგიათა წევრი, ,,მწერალთა რესპუბლიკურ და საკავშირო ყრილობათა დელეგატი, პროზისა და მთარგმნელობითი სექციების  ხელმძღვანელი, გამომცემლობა „ზარია ვოსტოკას" მთავარი რედაქტორი, მეორე მსოფლიო  ომის   წლებში ფრონტული  გაზეთის   რედაქტორი...
      აქტიური ლიტერატორული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დ. შენგელაია დაჯილდოებული იყო  ორდენებითა და მედლებით.   1969 წელს იგი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
 მწერალი გარდაიცვალა 1890 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში

ნაწარმოებები :


რომანი :
ბათა ქექია

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations