Loading



ავტორების სია » მამია გურიელი


დაიბადა : 16.01.1836 წ
გარდაიცვალა : 25.07.1891 წ

გურიელი მამია დავითის ძე (16. I. 1836, ლესა, ახლანდ. ლანჩხუთის რ-ნი, - 25. VII. 1891, ქუთაისი). ქართველი პოეტი. აღიზარდა გურიის მთავართა სასახლეში. 1851 - 1853 წწ. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1853 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომებში (1853-1856 წწ.). მალე თავი დაანება სამხედრო სამსახურს (1861).

მამია გურიელმა ლექსების წერა სიყმაწვილეში დაიწყო. მისი პირველი გამოქვეყნებული ლექსია "ფარვანა" ("ცისკარი", № 1). მის პოეზიაში აისახა მოუწყობელი საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრებით, მარტოობითა და სიღარიბით გამოწვეული სულიერი განცდები, მელანქოლია ("ფანტაზია", 1868; "ოცნება", 1887 და სხვ.). იგივე საფუძველი უდევს ბოჰემურ განწყობილებას, ღვინისა და ქალის ტრფიალში თავდავიწყების თემას ("რა კარგია ყმაწვილობა", 1881; "რათ მინდა?", 1887).

მამია გურიელის პოეზიის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი პატრიოტიზმია ("პოეტი და ჩვენება", 1883; "ჩემი ალავერდი", 1879). ჰუმანიზმითაა გამსჭვალული მისი ცნობილი ლექსი "ადამიანი" (1867). მასვე ეკუთვნის რომანტიული პოემა "რაშიდ ვარდანოღლი" (1872 - 1879 წწ.); თარგმნილი აქვს ჯორჯ ბაირონის, ალექსანდრე პუშკინისა და მ. ლერმონტოვის თხზულებანი. მისი ფსევდონიმი იყო "ფაზელი".



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations