Loading



ავტორების სია » მერაბ ელიოზიშვილი



საუკუნე

დაიბადა 1934 წელს, ცხინვალში. 1952 წელს დაამთავრა ქ. ცხინვალის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. ცხინვალში მიღებული არასრული მუსიკალური განათლება უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრში გამოიყენა, უკრავდა ვიოლინოზე.
 

1958 წლის ჟურნალ ''ცისკრის'' მე-12 ნომერში გამოქვეყნდა პირველი სამი მოთხრობა და მას შემდაგ ამ ჟურნალისათვის არ უღალატია. დაწერილი აქვს ორი პატარა წიგნი, მათგან ერთი რუსულ ენაზეც გამოიცა. ორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის ავტორიცაა. ერთი მათგანია ''თეთრი ქარავანი'', ხოლო მეორე - ''დიდი მწვანე ველი''. მისი პირველი მოთხრობა ''ბებერი მეზურნეები'' პიესადაც გადააკეთა, რომელმაც ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა.

XX საუკუნის 60-იანი წლების თაობაში თავისი თვითმყოფადი ხელწერითა და სათქმელით მკაფიოდ გამოირჩევა მერაბ ელიოზიშვილი. მისი ქმნილებები ფართო პოპულარობით სარგებლობს ჩვენს საზოგადოებაში. ბევრ მათგანზე საგანგებო მნიშვნელობის ფილმი თუ სპექტაკლი დაიდგა. მისი თხზულებებია: ''მოლოდინი'' - 1961 წ., ''დიდედები და შვილიშვილები'' - 1964 წ., ''სინოს წითელი ხარები''- 1968 წ., ''ძმანო კახელნო'' - 1974 წ., ''კურდღლის სიმღერა'' - 1987 წ. და სხვა; პისები: ''სარკე'', ''დათვები'', ''ბერიკონი'', ''არაფერი''; კინოსცენარები: ''გზები და გზაჯვარედინები'', ''დიდედები და შვილიშვილები'', ''ძროხის ქურდი'', ''დიდი მწვანე ველი'', ''დურდო გიორგობისთვის'' და სხვა.

 

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations