Loading



ავტორების სია » თედო რაზიკაშვილი


დაიბადა : 00.08.1869 წ
გარდაიცვალა : 19.01.1922 წ

რაზიკაშვილი თედო პავლეს ძე (VIII. 1869, სოფ. ჩარგალი, ახლანდ. დუშეთის რ-ნი, - 19. I. 1922, სოფ. ხელთუბანი, ახლანდ. გორის რ-ნი. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ქართველი მწერალი, ვაჟა-ფშაველასა და ბაჩანას ძმა.

თედო რაზიკაშვილმა 1889 წელს დაამთავრა გორის სამასწავლებლო სემინარია. 1905 წელს რევოლუციური საქმიანობისათვის სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მანიფესტმა მოუსწრო და ფშავში იმალებოდა. ვერაგულად მოკლეს ხალხის მტრებმა.

1890 წლიდან ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ლექსები, მოთხრობები, პუბლიცისტური წერილები და სხვ. იგი, როგორც მწერალი, აღიზარდა სამოციანელების შემოქმედების პრინციპებზე. მის ლექსებში ("კოდალა", 1890; "ვაი თუ სოფელმა...", 1906 და სხვ.) ჩაქსოვილია სამოციანელების პროგრესული იდეები. მისი შემოქმედების მთავარი თემაა პატრიოტიზმი (ლექსები: "ძმასთან მიწერილი", 1891; "არაგვს", 1898; "აკაკის", 1919 და სხვ.); ადამიანის რაობა და მისი ამქვეყნიური დანიშნულება (ლექსები: "ელეგია", 1891; "გამხნევდით", 1892; პოემა "შავი ფიქრები", 1891 და სხვ.); რევოლუციური სინამდვილე ("რა დროს ტკბილი ხმებია", "გაზაფხული", "ყორანი").
განსაკუთრებით პოპულარულია მისი საბავშვო მოთხრობები ("ნიბლია", 1886; "იის ამბავი", 1890; "მონადირე", 1903; "ქორის ბახალა", 1908).

თედო რაზიკაშვილი იყო ხალხური სიტყვიერების ცნობილი შემკრები და შემდგენი ხალხური ლექსიკონისა, რომელიც 1900 წელს დაიბეჭდა "ივერიაში".

ნაწარმოებები :

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations