Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/buki/public_html/config.php on line 77 ოთარ ჭილაძე
Loading



ავტორების სია » ოთარ ჭილაძე


დაიბადა : 20.03.1933 წ
გარდაიცვალა : 01.10.2009 წ

ოთარ ჭილაძე (დ. 20 მარტი, 1933, სიღნაღი — გ. 1 ოქტომბერი, 2009, თბილისი) — ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი. 1998 წელს, ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად.

ოთარ ჭილაძემ  1956 წ დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება, პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახ "პირველ სხივში" - 1952 წ., პირველი პოეტური კრებული "მატარებლები და მგზავრები" - 1959 წ., ეკუთვნის ლექსებისა და პოემების კრებულები: ''თიხის ფირფიტები'' (1963 წ), ''რკინის საწოლი'' (1968 წ), ''ცხრა პოემა'' (1969), ''გულის მეორე მხარე'' (1974), ''გახსოვდეს სიცოცხლე'' (1984).

ო. ჭილაძემ ერთ-ერთმა პირველმა დაამკვირდა ჩვენში ახალი ტიპის ლირიკული პოემა. 70-იანი წლებიდან ნაყოფიერად იღვწის პროზაშიც. საყოველთაო აღიარება მოუტანა რომანებმა: ''გზაზე ერთი კაცი მიდიოდა'' (1973), ''ყოველმან ჩემმან მპოვნელმან'' (1976), ''რკინის თეატრი'' (1981), ''მარტის მამალი'', ''აველუმი'', 1983 წ. მიენიჭა რუსთაველის პრემის რომანისთვის "რკინის თეატრი".

ო. ჭილაძემ თარგმნა ლონგფელოს "ჰაიავაჩას სიმღერა", ა. პუშკინის პოემები, უ. რასინის "ფედრა". მისი თხზულებები თარგმნილია მრავალ ენაზე.

ნაწარმოებები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations