Loading



ავტორების სია » ჰეროდოტე



მოღვაწეობის საუკუნე : ძვ.წ V საუკუნე

ძველი ძერძენი ისტორიკოსი, ისტორიის მამად წოდებული. იგი ავტორია ბერძნულ-სპარსული ომების ისტორიისა, რომელსაც სათაური არა აქვს, თანამედროვე გამოცემებში კი ''ისტორია'' ან ''მუზები'' ეწოდება და ცხრა წიგნად არის დაყოფილი. ნაშრომის ძირითადი თემა ბერძენ-სპარსეთის ომების ისტორია გადაზრდილია მსოფლიო ისტორიაში. ჰეროდოტეს მითების, ბედისწერის, მისნობის, სიზმრების სჯერა. იგი უარყოფითად ეკიდება ტირანიას და თანაუგრძნობს დემოკრატიას, ყველაფერი ელინური გულწრფელად უყვარს. ჰეროდოტეს წყაროებად გამოყენებული აქვს ზეპირი (პირადად ნანახი და სხვათაგან მოსმენილი) და წერილობითი (წარწერები, საბუთები, ისტორიულ-გეოგრაფიული ნაშრომები). ჰეროდოტეს ისტორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველთა ტომების, საქართველოს ძველი ისტორიისათვის. იგი იხსენიებს კავკასიონის ქედს, მდინარეებს (ფასისი, არაქსი, ჰალისი), ხოლო ხადას ძველი სახელით აია. მისი აზრით, შავგვრემანი და ხუჭუჭთმიანი კოლხები წარმოშობით ეგვიპტელები არიან, მოცემულია ცალკეულ ტომთა ლოკალიზაცია, არის ცნობები ქართველ ტომთა ტროას ომში მონაწილეობის შესახებ და სხვა.

ნაწარმოებები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations