Loading



ავტორების სია » აკაკი გაწერელია


დაიბადა : 1910 წ
გარდაიცვალა : 1996 წ

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1934 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო გამომცმელობებში, შემდეგ რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, თეატრალურ ინსტიტუტსა და თსუ-ში, აგრეთვე ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც 1957 წლიდან ხელმძღვანელობდა საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრას. ავტორია მონოგრაფიებისა: ნიკოლოზ ბარათაშვილი - 1945 წ., გრიგოლ ორბელიანი - 1957 წ., ვაჟა-ფშაველა - 1961 წ.; აქვს გამოკვლევები ქართული ლექსთწყობის საკითხებზე, ფუნდამენტური ნაშრომი ''ქართული კლასიკური ლექსი'' - 1953, მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ტექსტოლოგიაში, 1936 წ. გამოსცა პ. იოსელიანის ''ცხოვრება გიორგი მეცამეტისა'', ეკუთვნის მოთხრობები და ნოველები: ''ჩირიურთი - იმამი ლოჟაში'' - 1942 წ., ''ბოსკოს შეგირდი'' - 1942 წ., ''სიკვდილი ბარათაშვილისა'' - 1945 წ., 1960 წ. გამოაქვეყნა ნოველები, 1972 წ. - მოთხრობა ''შამილი და მისი ნაამბობი''.

ნაწარმოებები :


ლიტერატურის ისტორია :
თ.მ.დოსტოევსკი



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations