Loading



ავტორების სია » რობერტ მუზილი


დაიბადა : 1880 წ
გარდაიცვალა : 1942 წ

ავსტრიელი მწერალი, განათლებით ინჟინერი, ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი იყო. პირველ რომანში ''აღსაზრდელი ტერლესი'' (1906) მან აღწერა პატარების ფსიქო-ინტელექტუალური კონფლიქტები. მის შემოქმედებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს დაუმთავრებელ რომანს ''უთვისტომო კაცი''. მუზილი მიჩნეულია ესეისტური რომანის ერთ-ერთ ფუძემდებლად თანამედროვე დასავლურ ლიტერატურაში. მუზილის ეკუთვნის ნოველების კრებულები: ''შეერთებანი'' -1911 წ., ''სამი ქალი'' -1924 წ., პიესები: ''მეოცნებენი'' -1921 წ., ''ვინცენცი და გამოჩენილ პიროვნებათა მეგობარი ქალი'' -1924 წ., მინიატიურების კრებული ''მემკვიდრეობა სიცოცხლეში'' -1936 წ.



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations