Loading



ავტორების სია » ვახტანგ კოტეტიშვილი


დაიბადა : 1893 წ
გარდაიცვალა : 1937 წ

ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, მოქანდაკე, ხელოვნებამცოდნე.

1911 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1911-14 წწ. სწავლობდა პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიური ინსტიტუტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე. 1918 წ. დაასრულა დერპტის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი, პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო იქვე. 1919-26 წწ. მასწავლებლობდა თბილისის სკოლებშიც, 1926 წ. მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ჯერ ფოლკლორის, 1929 წლიდან კი მისივე ინიციატივით შემოღებულ პოეტიკის კურსს. 1922-29 წწ. სწავლობდა თბილისის სამხედრო აკადემიაში. ი. ნიკოლაძის ჯგუფში, აქვე 1928 წლიდან კითხულობდა ქანდაკების თეორიისა და ისტორიის კურსს. იყო გაზეთ ''ქართული სიტყვის'' რედაქტორი.
 

ვ. კოტეტიშვილის პირველი წერილი ''საზოგადოებრივი მოტივები არჩილ მეფისა და დ. გურამიშვილის შემოქმედებაში'' 1912 წ. გაზეთ ''სახალხო გაზეთში'' დაიბეჭდა. 1918 წ. ცალკე წიგნად გამოსცა შ. არაგვისპირელის შემოქმედების მიმოხილვა, 1921 წ. _ ''უოლტ უიტმენი პროლეტარიატის პოეტი'', 1925 წ. _ ''ალ. ყაზბეგი და მისი ავტორობის საკითხი'', მან პირველმა შექმნა XIX ს-ის ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსი.

ვ. კოტეტიშვილის ქართული ფოლკლორისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში მეცნიერულ-ფოლკლორულ ექსპედიციას. 1934 წ. გამოსცა ''ხალხური პოეზიის'' პირველი ტომი.

 



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations