Loading



ავტორების სია » ივანე ტურგენევი


დაიბადა : 1818 წ
გარდაიცვალა : 1883 წ

რუსი მწერალი, თავდაპირველად მოსკოვის, მერე პეტერბურგისა და ბერლინის უნივერსიტეტებქში სწავლობდა. 1941 წ. სამშობლოში დაბრუნდა და მოსკოვში დასახლდა. ლიტერატურული მოღვაწეობა 1834 წლიდან დაიწყო (დრამატული პოემა `სტენო~), ამავე პერიოდიდან წერდა რომანტიკულ ლექსებს, პოემებს `პარაშა~ _ 1843 წ., `მემამულე~ _ 1846 წ.; მოთხრობებს: `ანდრია კოლოსოვი~ _ 1844 წ., `სამი პორტრეტი~ _ 1846 წ., პიესებს: `უფულობა~ _ 1846 წ. 1852 წ. წიგნად გამოიცა მისი გახმაურებული მოთხრობების, ნოველებისა და ნარკვევების ციკლი `მონადირის ჩანაწერები~.
1852 წ. გოგოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწერილი ნეკროლოგისთვის ტურგენევი დააპატიმრეს, შემდეგ კი თავის სოფელში გადაასახლეს.
50-იანი წლიდან ტურგენევის ყურადღების ცენტრში მოექცა რუსი ინიტელიგენციის ბედი `ზედმეტი ადამიანის დღიერები~ _ 1850 წ., `იაკობ პასინკოვი~ _ 1855 წ. მიმოწერა - 1856 წ., ასია - 1858 წ., რომანები: `რუდინი~ _ 1856 წ., `აზნაურთა ბუდე~ _ 1859 წ., `წინადღით~ _ 1860 წ., `მამები და შვილები~ _ 1862 წ.
სიცოცხლის ბოლო ოცი წელი ტურგენევმა საზღვარგარეთ, ცნობილი მომღერლის პოლინა ვორდოგარსას ოჯახში გაატარა. მისი უკანასკნელი რომანია `ყამირი~ _ 1877 წ. საზღარგარეთ დაწერა მოთხრობები: `ბრიგადირი~ _ 1868 წ., უბედური - 1869 წ., გაზაფხულის ნიაღვრები - 1872 წ., საათი - 1876 წ. და სხვა.

 

ნაწარმოებები :


მოთხრობა :
მუმუ



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations