Loading



ავტორების სია » ფელიქს ბრაუნი


დაიბადა : 1885 წ
გარდაიცვალა : 1973 წ

ფელიქს ბრაუნი (1885-1973) XX საუკუნის ავსტრიული ლიტერატურის კლასიკოსია. იგი ვენაში ხელოვნების ისტორიასა და გერმანისტიკას სწავლობდა, 20-იან წლებში კი გერმანული ლიტერატურის პრივატდოცენტი იყო პალერმოსა და პადუაში. 1939 წელს ინგლისში გადასახლდა, 1951 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა და ხელოვნების ისტორიის, თეატრისა და დრამატურგიის დოცენტი იყო სიცოცხლის ბოლომდე. ბრაუნის რელიგიურ-მეტაფიზიკური ლირიკა რილკეს და ჰოფმანსტალის პოეზიის გავლენით ჩამოყალიბდა. მისი რომანების, პიესებისა და ესსეების მთავარი თემებია ანტიკური სამყარო და ბიბლიური სიუჟეტები, ევროპის ისტორიის საკვანძო მონაკვეთები და თანამედროვე ადამიანის სულიერი სამყარო ტრადიციულ კულტურულ ღირებულებათა კონტექსტში. მიუხედავად რთული სიმბოლიზმისა და წინა პლანზე წამოწეული მისტიკური შინაარსისა, ბრაუნის პოეზია უაღრესად ემოციური და პოეტურად ნატიფია. 1951 წელს ავტორის ლიტერატურული მიღწევები აღინიშნა ავსტრიის დიდი სახელმწიფო პრემიით, 1965 წელს კი იგი ფრანც გრილპარცერის პრემიით დაჯილდოვდა.



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations