ქუთაისში გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა ახალი ინიციატივა გაახმაურა, - ყველა პირველკლასელს ნეტბუქი დაურიგდებაო. საზოგადოების რეაქცია ამ ნოვაციაზე არაერთგვაროვანია, მაგალითად, ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი წიგნის კომპიუტერით შეცვლას ცდილობს. განსაკუთრებით უარყოფითად შეაფასეს ეს ინიციატივა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და პრეზიდენტის ახალ ავანტიურაზე დაიწყეს საუბარი. ”კვირის პალიტრა” ამ საკითხის უკეთ გარკვევას განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტი შაშკინთან შეეცადა.
დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი: - საქართველოს მთავრობა რამდენიმე წელია ყველა პირველკლასელს სახელმძღვანელოს ჩუქნის, მიუხედავად იმისა სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არის ბავშვი თუ არა. ვფიქრობ ეს პრინციპი მთლად სამართლიანი არ არის. შვილი ამ წელს მიდის სკოლაში და რატომ უნდა უყიდოს მას სახელმწიფომ სახელმძღვანელო, როცა მე მაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ჩემს შვილს თავად ვუყიდო საჭირო წიგნები.
ყველა პირველკლასელს სახელმძღვამნლო რომ ვუყიდოთ, მილიონნახევარი ლარია საჭირო. საქართვლოს მთავარობამ გადაწყვიტა ამ თანხის ნაცვლად, რვა მილიონი ლარი გამოყოს და სახელმძღვანელოები სოციალურად დაუცველ ბავშვებს ( არ აქვს მნიშვნელობა, რომელკლასელი იქნება) შეუძინოს. გარდა ამისა, ყველა პირველკლასელი საჩუქრად მიიღებს ნეტუქს, კომპიუტერს, რომელსაც ექნება ინტერნეტი და სასწავლო პროგრამები სახელმძღვანელოების ჩასატვირთავად. ნეტბუქი სპეციალურად ბავშვისთვის არის შექმნილი და 2011 წლიდან 40 ათასი პირველკლასელი მიიღებს. მისი გამოყენება შეუძლია როგორც ბავშვს, ასევე მისი ოჯახის წევრებსაც. გარდა ამისა ყველა წარჩინებულ მეათე კლასელს ჩვენ ლეპტოპებს ვჩუქნით.
მაგრამ საქართვლოს პრეზიდენტმა განაცხადა რომ წიგნი აღარ იქნება საჭირო.
-საქართვლოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ ნეტბუქებში შესაძლებელია სახელმძღვანელოების ჩავტვირთვა. თუ მშობელს არ აქვს იმის შესაძლებლობა, ბავშვს სახელმძღვანელოები უყიდოს, მას შეუძლია ნეტბუქით წაიკითხოს სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსია. ვისაც აქვს სურვილი შვილმა წიგნებით ისწავლოს საგნები, უყიდის კიდეც. ვინ ამბობს წიგნზე უარს?!
მშობელს, რომლებსაც არ აქვს, წიგნების შეძენის სახსარი არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ მისმა შვილმა კომპიუტერით მაინც ისწავლოს სასწავლო პროგრამა?
ბავშვი განათლებას მხოლოდ სახელმძღვანელოებით ხომ არ იღებს? უამრავი კლასგარეშე ლიტერატურა აქვს წასაკითხი. ეს ტვირთი კი ისევ მშობლების მხრებზეა.
პრეზიდენტმა მხოლოდ ის თქვა, რომ მათ, ვისაც წიგნების ყიდვის საშუალება არა აქვთ, განათლების მიღების ალტერნატიული შესაძლებლობა ელევათ.
- პირველკლასელის კომპიუტერით სასწავლო პროგრამის ათვისების შესაძლებლობა შესწავლილია? განიხილეს სპეციალისტებმა?
-სამინისტრო თანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან. სოციალურად დაუცველ პირველკლასელებს ჩვენ წიგნებს ისედაც ვჩუქნით.
-ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ქართული განათლების სისტემიდან წიგნის გაძევებაა დაგეგმილი?
- გამორიცხულია, რომელი წიგნის გაძევებაზეა ლაპარაკი, როცა სკოლებში ბიბლიოთეკების აღდეგენის პროგრამა დავიწყეთ. კომპიუტერი ბავშვს აძლევს საუკეთესო საშუალებას, უკეთ ისწავლოს და ეს პროცესი უფრო ხალისიანი გახადოს. ახლა იწერება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის შექმნაშიც ჩართულები არიან ექიმები, ფსიქოლოგები და პედიატრები. ამ ხალხს, რომ ტელეტერსი რომ არ ხედავთ, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობენ? ამ პროექტსი 100-ზე მეტი ექსპერტი მონაწილეობს. რატომ უნდა დაიბადოს კითხვა, რომ ვიღაცა რაღაცას ასჯერ გაზომვისა და დაფიქრების გარეშე გააკეთებს? ორი შვილი მყავს. ერთი 6 წლისაა, 4 წლიდან კომპიუტერს იყენებს და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
კითხვის რო, დაგებადოს, ბუნებრივია, რადგან განათლების წინა რეფორმა ჩავარდა...
-ჩავარდნილი არ არის. ხუთი წლის წინ ბავშვები უმაღლეს სასწავლებლებში დეიდების, ბიძიებისა და ფულის მეშვეობით წყალობით აბარებდნენ, ახლა კი თავიანთი ცოდნით აბარებენ, ეს არის ჩავარდნილი რეფორმა? შეცდომები იყო, მაგრამ არ უშვებს შეცდომას ის, ვინც არაფერს არ აკათებს. განათლება პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ეგრეთწოდებული ექსპერტების ლოგიკით, ჩვენ სასწრაფოდ უნდა დავწვათ ყველა კომპიუტერი, რომლებიც სკოლებში შევიტანეთ. ყველაფერი ეს მაგონებს ბებიაჩემს, რომელიც ტელევიზორის ერთ საათზე მეტხანს ყურებას მიკრძალავდა, დაბრმავდებიო! ბებიაჩემი ამას 80-იან წლებში ამბობდა და მას მერე აღარ უნდა განვვითარდეთ?
- პირველკლასელისთვის კომპიუტერით საგნების ათვისება როგორ იმოქმედებს მის ფსიქიკაზე, ჯანმრთელობაზე, შეისწავლეს ეს სპეციალისტებმა?
-სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ სახელმძღვანელეოების წონა, რომელიც 9 კილოგრამია ხერხემალს აზიანებს. მათ ვისაც ჭიქაში ქარიშხალი ატეხეს მინდა ვთხოვო, იქნებ ბავშვებსა და შეჭირვებულ მშობლებს ჰკითხონ რა ურჩევნიათ, სულ უწიგნურობა და გაუნათლებლობა თუ კომპიუტერით სწავლა?
- წიგნების შეძენის ნამდვილად არის, მაგრამ ეს ისევ განათლების რეფორმას უკავშირდება. პროგრამა ყოველწლიურად იცვლება, წინა წელს გამოცემული წიგნი ბავშვს აღარ ადგება.
- 2012 წელს სახელმძღვანელოების პრობლემა აღარ გვექნება. პირველ ეტაპზე მასწავლებელის არჩეულ სახელმძღვანელს, სულ ცოტა, 5 წელი ვერავინ შეცვლის. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა გრიფირების გამკაცრებასაც ითვალისწინებს, აქედან გამომდინარე, სკოლებში საუკეთესო სახელმძღვანელები შევა. დაწესდება 60 პროცენტიანი კომპონენტი (რაც იმას ნიშნავს,რომ სკოლების 60 პროცენტი ერთიანი პროგრამით ისწავლის), რაც მდგომარეობას გამოასწორებს. თუმც, ვიტყვი, რომ სახელმძღვანელოების არჩევის საშუალება მასწავლებელს უნდა ჰქონდეს.
- გამოდის, წიგნი მაინც საჭირო იქნება და კომპიუტერი მას ვერ შეცვლის?
- სხვაგვარად როგორ შეიძლება ამის გაგება? უწიგნოდ განათლების მიღება როგორ წარმოგიდგენიათ? ან წერა-კითხვას როგორ ისწავლის ბავშვი კომპიუტერით?
- ეს კითხვა თქვენთვის მინდოდა დამესვა.
- ადამიანს აქვს თვაისუფალი არჩევანის უფლება. ვინ დააძლებს კომპიუტერით ისწავლოს და წიგნს არ გაეკაროს ან პირიქით? მხოლოდ იმაზეა ლაპარაკი, რომ ვისაც არ აქვს წიგნის ყიდვის საშუალება, უცოდინარი არ უნდა დარჩეს.
ხათუნა პაიჭაძე