Loading


53-ე სკოლაში კომპიუტერული სასწავლო-შემეცნებითი თამაშების პრეზენტაცია გაიმართა


09.09.2010

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრი დიმიტრი შაშკინი  №53-ე საჯარო სკოლის  პირველკლასელებთან  ერთად კომპიუტერული სასწავლო-შემეცნებითი თამაშების პრეზენტაციას დაესწრო. უკვე მზად არის ნეტბუქებში ჩასატვირთი კომპიუტერული პროგრამები, რომელიც ახალ სასწავლო წელს საპილოტე სკოლების 3 000  პირველკლასელს გადაეცემა. 

თბილისის №53-ე საჯარო სკოლა საპილოტე სკოლებს შორის ერთ-ერთია, სადაც პირველკლასელებს ნეტბუქები უკვე გადაეცათ და მას სახელმძღვანელოსთან ერთად, როგორც დამხარე საშუალებას, სასწავლო პროცესში გამოიყენებენ. 

სასწავლო კომპიუტერებში ჩატვირთული იქნება სასწავლო პროგრამები, შემეცნებითი კომპიუტერული თამაშები, მომავალში იგეგმება სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურული მასალის ჩატვირთვაც.

სახელმძღვანელოსთან ერთად, სწავლების პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება,  დაწყებითი კლასების მოსწავეებისთვის სწავლას უფრო სახალისოს ხდის.  მათ ასაკში თამაშით მიწოდებული ინფორმაცია უფრო ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია.


ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations