საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ დიღმის საჯარო სკოლა გახსნა15.09.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ დიღმის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა გახსნა, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ხოლო 81 პირველკლასელს საპილოტე პროგრამის ფარგლებში, საჩუქრად ნეტბუქები გადასცა. განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად სოფელ დიღმის საჯარო სკოლაში ყველა სათანადო პირობაა შექმნილი. მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა კეთილმოსწობილი საკლასო ოთახები; სპორტული დარბაზი; კომპანია ”გოგლი-მოგლის” მიერ მოწყობილი თანამედროვე სასადილო, სადაც ანგარიშსწორება “ტაოპრივატბანკის” მიერ გაცემული საკრედიტო ბარათებით მოხდება; გაეცნო მანდატურებს, დაათვალიერა მაღალი დონის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც 32 ვიდეო კამერას მოიცავს. პრეზიდენტი პირველკლასელებსაც შეხვდა და იმ მეთოდით დაინტერესდა, რომლითაც ეს ბავშვები საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ინგლისურ ენას შეისწავლიან. მიხეილ სააკაშვილი ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროექტის ფარგლებში, კალიფორნიიდან ჩამოსულ უცხოელ მასწავლებელსაც გაესაუბრა, რომელიც ქართველ პედაგოგებთან ერთად, მოსწავლეებს ინგლისურს შეასწავლის. დასასრულს, მიხეილ სააკაშვილი სკოლის 80-მდე პედაგოგს შეხვდა და მათთან საუბარში მთავარი აქცენტი ღირსეული და განათლებული მომავალი თაობის აღზრდაზე გააკეთა. გაზრდილია მოსწავლეთა ინტერესი, ისინი გაცილებით მეტად ინფორმირებულები არიან, მასწავლებლები ვალდებულნი არიან შესაბამისი, მაღალი დონის განათლება მიცენ მოზარდებს ვინაიდან: ”ყველაზე დიდი კაპიტალი არის განათლებული ხალხი”-განაცხადა პრეზიდენტმა. |
![]()
ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.
არისტოტელე ![]() ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა 23.11.2020
თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ![]() 02.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. ![]() 30.09.2020
თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ; |

Loading
