Loading


ინგლისური ენის სახელმძღვანელო პირველკლასელებისვთის


27.09.2010

საპილოტე სკოლების პირველკლასელებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და  სასწავლო გეგმებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ჯოხაძემ 53-ე სკოლის პირველკლასელებს თავად გადასცეს.

სახელმძღვანელოს კონცეფცია  სპეციალურად პირველკლასელი მოსწავლეებისთვის ექსპერტებისა და ფსიქოლოგების მუშაობის შედეგად შეიქმნა. მასში გათვალისწინებულია მოსწავლის ასაკი, მსოფლმხედველობა და  უნარ-ჩვევები. სახელმძღვანელო მოსწავლეებისთვის სახალისოა და იოლად ასათვისებელი.

,,ინგლისური ენის სწავლებას თანამედროვე მსოფლიოს პირობებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამ საერთაშორისო ენის ცოდნა  ახალგაზრდას ბევრ შესაძლებლობას უხსნის. როგორც ცნობილია, მოზარდი უცხო ენას ადრეული ასაკიდან უფრო იოლად ეუფლება.  საპილოტე  სკოლებში, იქ სადაც პირველკლასელებს ,,ნეთბუქები’’ დაურიგდათ, ინგლისური ენის შესწავლაც პირველი კლასიდან დაინერგა. მნიშვნელოვანია რომ სწავლების პროცესი მაღალ პროფესიონალურ დონეზე შექმნილი სახელმძღვანელოებით წარიმართება’’ - აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

დიმიტრი შაშკინი ასევე შეხვდა ამერიკიდან ჩამოსულ ინგლისური ენის პედაგოგს დენიელა ბლეიქს, რომელიც მოსწავლეებს ინგლისური ენის დაუფლებაში ეხმარება.

მომავალი სასწავლო წლიდან ინგლისური ენის შესწავლა პირველიკლასიდან ყველა საჯარო სკოლაში დაიწყება.


ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations