წელს ყველა პირველკლასელს საქართველოში წარმოებული ნეტბუკი ექნება31.01.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპიუტერულ კომპანია „ალგორითმს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია ალგორითმი 2011 წლის ივნისისთვის უზრუნველყოფს საქართველოში კომპიუტერების ქარხნის აშენებას. ახალი კომპიუტერული ქარხანა ნეტბუკებს გამოუშვებს, რომლებიც პრეზიდენტის ინიციატივით წელს ყველა პირველკლასელს უსასყიდლოდ გადაეცემა. ღონისძიებას მსოფლიოში ცნობილი კომპიუტერული ფირმის ,,Intel’’-ის გლობალური განათლების პროექტის დირექტორი ბრაიან გონსალესიც დაესწრო. ინტელი პროექტის „კომპიუტერი პირველკლასელებისთვის“ მთავარი მხარდამჭერია. მოსწავლეებისთვის ნეტბუკის გადაცემა მიზნად ისახავს განათლების სისტემაში მსოფლიო სტანდარტების დანერგვას, ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და მათ ინტეგრაციას განათლების საერთაშორისო სივრცეში. ნეტბუკს დამხამრე ხასიათი ექნება და მოსწავლეები მას სკოლის სახელმძღვანელოებთან ერთად გამოიყენებენ. კომპიუტერში ჩატვირთული იქნება სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, ასევე კლასგარეშე ლიტერატურა. ნეტბუკი მსოფლიოს წამყვანი კომპანიების, ექსპერტებისა და ფსიქოლოგების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა. კომპიუტერში გათვალისწინებულია ბავშვის ფსიქოლოგია და მისი უნარ-ჩვევები, რომელსაც ნეტბუკი მოსწავლეს კიდევ უფრო უვითარებს. |
![]()
ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.
არისტოტელე ![]() ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა 23.11.2020
თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ![]() 02.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. ![]() 30.09.2020
თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ; |

Loading
