Loading


ყველა პირველი კლასის დამრიგებელი ტრენინგს გაივლის


09.08.2011

საქართველოს მასშტაბით ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ყველა პირველი კლასის დამრიგებელთა ტრენინგი მიმდინარეობს. თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გადამზადების პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი გაეცნენ.

ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელსა და მოსწავლეს კომპანიების ”ალგორითმისა” და ”ინტელის” მიერ საქართველოში წარმოებული ნეთბუქი ”ბუკი” გადაეცემა. სასწავლო პროცესში ნეთბუქების ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში პირველი კლასის დამრიგებლების ტრენინგი სახელწოდებით ”1:1 ელექტრონული სწავლება”  დაიწყო.

ბუკების ტრენინგი მიზნად ისახავს  პირველი კლასის დამრიგებელთა ხელშეწყობას. პროექტის ”1:1 ელექტრონული სწავლება” ფარგლებში,  მასწავლებლები  ნეთბუქების ფიზიკურ სტრუქტურასა და მასთან მუშაობას ეცნობიან. სწავლობენ ტექსტურ რედაქტორში და ელექტრონულ ფოსტაში მუშაობას, ინტერნეტში საგანმანათლებლო რესურსის ძიებას, საპრეზენტაციო პროგრამას, კლასის მართვის კომპიუტერული პროგრამის Mythware e-Learning Class 6.0V ადმინისტრირებას.

ტრენინგებზე დაწყებითი კლასების პედაგოგები ასევე სწავლობენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ისტ) გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტის მომზადებას,  ეცნობიან 1:1 სასწავლო გარემოში გაკვეთილის და სასწავლო პროექტის განხორციელებასა და შეფასებას. კურსი 35 საკონტაქტო საათისაგან შედგება.  

ტრენინგები ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე პირველი კლასის ყველა დამრიგებელი გადამზადდება.




სიტყვა ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღია.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations