Loading


სომხეთის მინისტრმა პირველი ექსპერიმენტალური სკოლა მოინახულა


23.03.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ არმენ აშოტიანთან ერთად,  თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლას ეწვია, სადაც  სომხეთის მინისტრს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს პირველკლასელთათვის განკუთვნილი ახლადაშენებული კორპუსი დაათვალიერებინა.

სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი განსაკუთრებით  საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამით დაინტერესდა, რომლის თანახმად,  ყველა  პირველკლასელი სახელმწიფოსგან საჩუქრად ნეტბუქს მიიღებს. ამასთან, დაწყებითი კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენას პირველივე კლასიდან შეისწავლიან.

არმენ აშოტიანმა ინფორმაცია ინტერნეტიზაციისა და სკოლების კომპიუტერებით აღჭურვის თაობაზეც მიიღო, ეს პროცესი ფაქტობრივად, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში უკვე დასრულებულია.

 


ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations