Loading


პრეზიდენტი საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო


30.05.2011

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უახლესი სისტემებით აღჭურვილი სასერვერო ოთახი დაათვალიერა, საიდანაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით საატესტატო გამოცდების  მიმდინარეობას ვიდეო გამოსახულების საშუალებით აკვირდებიან.

მონაცემთა დამუშავების ცენტრი უზრუნველყოფს გამოთვლითი და დამხმარე აპარატურის (სერვერები, ქსელური აპარატურა, შემნახველი მოწყობილობები) შეუფერხებელ და უსაფრთხო ფუნქციონირებას, რაც თავის მხრივ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნასა და მისი ცენტრალიზებული მართვის საშუალებას იძლევა.

სკოლებში IT ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების შერჩევა. სულ შეირჩა 300-მდე სპეციალისტი, რომლებიც გადანაწილდა 1520   საგამოცდო სკოლაში. ყველა შერჩეულმა კანდიდატმა საგამოცდო სკოლებში ლოკალური ქსელისა და საჭირო აპარატურის მონტაჟი უზრუნველყო.

საატესტატო გამოცდები 23 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, საგნობრივი გამოცდები ყოველ დღე ტარდება, გამონაკლისია 26 და 29 მაისი (ამ დღეებში მოსწავლეები ისვენებენ),  ხოლო 1 ივნისს გამოცდები მათემატიკის გამოცდით  დასრულდება.

მეთორმეტეკლასელთა  გამოცდა უკვე ხუთ საგანში საქართველოს მასშტაბით 1520 სკოლაში არსებულ ყველა საგამოცდო  ცენტრში ჩატარდა. დღეს გამოცდა ქიმიაში მიმდინარეობს. ცენტრალურ სერვერში მიმდინარე გამოცდების შესახებ თავმოყრილი ინფორმაცია საშუალებას  გვაძლევს განვაცხადოთ, რომ გამოცდები წარმატებულად მიმდინარეობს.  რაც შეეხება მოსწავლეთა დამოკიდებულებას  დავალებებისა და საგამოცდო პროცესის მიმართ, მათ მიერ გაკეთებული შეფასებებით - ტესტური დავალებები საკმაოდ მარტივი და მათთვის ადვილად დასაძლევია.

გაკეთებული ანალიზის საფუძველზე, უკვე ჩატარებულ ხუთ  საგანში მოსწავლეთა 20%-ზე მეტმა  საგნის ცოდნის  უმაღლესი დონე აჩვენა და შესაბამისად, მაღალი შეფასება დაიმსახურა.  ასევე აღსანიშნავია, რომ არაქართულენოვანი მოსწავლეები ქართული ენის გამოცდაზე მაღალ შეფასებებს იღებენ.


სიტყვა ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღია.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations