Loading


სომეხი კოლეგები საქართველოს გამოცდილებებს ეცნობიან


07.06.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სომხეთის საგამოცდო ცენტრის დირექტორს კარო ნასიბიანს, სომხეთის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ნაციონალური ცენტრის დირექტორს არეგ გრიგორიანს და სხვა სომეხ კოლეგებს ის უახლესი სისტემებით აღჭურვილი სასერვერო ცენტრი დაათვალიერებინა, საიდანაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით საატესტატო გამოცდების  მიმდინარეობას ვიდეო გამოსახულების საშუალებით აკვირდებოდნენ.

სომეხი კოლეგები საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმ სიახლეების გასაცნობად ჩამოვიდნენ, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბოლო პერიოდში განახორციელა. პირველ რიგში, სომხური დელეგაცია საატესტატო გამოცდების CAT-ის სისტემით ჩატარებით დაინტერესდა და საინფორმაციო ცენტრში სტუმრობამდე, სამინისტროს გამოცდების ეროვნულ ცენტრს ეწვია. 4-11 ივნისს ცენტრში საატესტატო  გამოცდებს მსჯავრდებულები და ის მოსწავლეები აბარებენ, რომლებიც FLEX-ის პროგრამით ბოლო ერთი წელი აშშ-ში იმყოფებოდნენ.

სომხეთის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ  საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამით, რომლის თანახმად,  ყველა  პირველკლასელი სახელმწიფოსაგან საჩუქრად ნეტბუქს მიიღებს. ამასთან, დაწყებითი კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენას პირველივე კლასიდან შეისწავლიან. სტუმრებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ინტერნეტიზაციისა და სკოლების კომპიუტერებით აღჭურვის თაობაზეც, ეს პროცესი ფაქტობრივად, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში უკვე დასრულებულია.

ვიზიტის ფარგლებში სომეხ კოლეგებს არაერთი შეხვედრა აქვთ დაგეგმილი როგორც სამიმისტროს ასევე, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების წარმომადგენლებთან.




სიტყვა ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღია.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations