Loading


2011-2012 სასწავლო წელი დაიწყო


15.09.2011

15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სასწავლო წლის დაწყება თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს მიულოცა ხოლო, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი თბილისის №117-ე საჯარო სკოლას ეწვია.

კოკა სეფერთელაძის განცხადებით, სამინისტრო ბევრი სიახლით შეხვდა ახალ სასწავლო წელს. პირველად საქართველოში, ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებელი სახელმწიფოსგან საჩუქრად 60 000 ნეტ-ბუკს მიიღებს, ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს საჩუქრად სახელმძღვანელოები გადაეცემა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სკოლებში ახლად გრიფირებული სახელმძღვანელოები შევიდა. გარემონტდა და აშენდა სკოლები, რომლებიც ახალი ინვენტარითა და საბუნებიმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა და მრავალი სხვა.

განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები 2010-2015 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება. სისტემაში  დაგეგმილი და  გატარებული რეფორმები მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში საერთაშორისო დონის სტანდარტების დანეგვას.


სიტყვა ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღია.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations