Loading


მინისტრმა მოსწავლეებს კომპიუტერული ქარხანა დაათვალიერებინა


28.09.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა №94-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებთან ერთად კომპიუტერული  ქარხანა ”ალგორითმი” დაათვალიერა. მოსწავლეები კომპიუტერების აწყობის პროცესს გაეცნენ და პირადად ნახეს, თუ როგორ იტვირთება ის პროგრამები, რომლებსაც სკოლაში კომპიუტერის დახმარებით  სწავლობენ.

კომპიუტერული  ქარხნის დათვალიერების სურვილი მოსწავლეებმა თავად გამოთქვეს. მინისტრმა კი ბავშვებს თხოვნა შეუსრულა და ქარხანა თავად  დაათვალიერებინა.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით წელს 60 ათასამდე პირველკლასელს და მათ დამრიგებლებს ქარხანა ”ალგორითმში” აწყობილი კომპიტერი გადაეცა. აღნიშნულ ქარხანაში ჩაიტვირთა ის პროგრამებიც, რომელიც კომპანია INTEL-თან თანამშრომლობით მათივე პროგრამებით სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა. მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემა მიზნად ისახავს განათლების სისტემაში მსოფლიო სტანდარტების დანერგვას, ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და მათ ინტეგრაციას განათლების საერთაშორისო სივრცეში.

სასწავლო პროცესში კომპიუტერის ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ყველა პირველი კლასის დამრიგებელი  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადაამზადა. ისინი გაეცვნენ როგორც კომპიუტერების ფიზიკურ სტრუქტურასა და მასთან მუშაობას, ასევე  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ისტ) გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტების მომზადებას.

კომპიუტერული ქარხანა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 2011 წლის 25 ივლისს გახსნეს. ასეთი მასშტაბის ქარხანა  მთელს ამიერკავკასიაში ერთადერთია. მას აქვს რესურსი, წელიწადში დაახლოებით მილიონამდე კომპიუტერი გამოუშვას და მისი რეალიზაცია უცხოეთში მოახდინოს. მომავალში, ქარხანას ყველანაირი სახის კომპიუტერული ტექნიკის წარმოება შეუძლია, რაც  თავის მხრივ დასაქმებას და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

 


სიტყვა ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღია.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations