საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში ,,ჯეოსელის’’ კლასი გახსნა07.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარლის მეორე საჯარო სკოლაში ,,ჯეოსელის’’ კლასი გახსნა. ,,ჯეოსელის’’ კლასი ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, კლასში დამონტაჟებულია ინტერაქტიული სმარტდაფა და ცამეტი მონიტორი. ულტრათანამედროვე ტექნიკის საშუალებით მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ჩაატარონ ინტეგრირებული გაკვეთილები, დამონტაჟებული მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს. პრეზიდენტი მოსწავლეებს გაესაუბრა და თავად გაეცნო თანამედროვე ინტერაქტიული ტექნიკის საშუალებით გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესს. აგრეთვე, ”ჯეოსელის” კლასიდან მოხდა თბილისის პირველ ქსპერიმენტულ სკოლაში არსებულ ”ჯეოსელის” კლასთან ონლაინ ჩართვა და მოსწავლეებთან გასაუბრება.
იგეგმება მსგავსი კაბინეტების ყველა დიდი ქალაქის სკოლებში ეტაპობრივად გახსნა. |
![]()
სიტყვა ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღია.
არისტოტელე ![]() ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა 23.11.2020
თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ![]() 02.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. ![]() 30.09.2020
თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ; |

Loading
