მინისტრი ჯეოსელის კლასში ბიოლოგიის შემაჯამებელ გაკვეთილს დაესწრო24.10.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში ბიოლოგიის შემაჯამებელ ინტერაქტიულ გაკვეთილს დაესწრო. გაკვეთილი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ჯეოსელის კლასში ჩატარდა. შემაჯამებელ გაკვეთილზე, ბიოლოგიის პედაგოგმა კლასში დამონტაჟებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რამდენიმე წუთში შეძლო განვლილ მასალაზე ტესტირების ჩატარება. დავალება, რომელიც ინტერაქტიულ დაფაზე იყო გამოტანილი, პარალელურ რეჯიმში ყველა მოსწავლის მონიტორეზე გამოისახა, ტესტზე მუშაობის პროცესს მასწავლებელი მონიტორის მეშვეობით აკვირდებოდა, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს კომენტარებს უგზავნიდა და დავალების შესასრულებლად სწორ მიმართულებას აძლევდა. შესრულებული სამუშაოები ელექტრონულად ინახება და შემდეგ ფასდება. პრეზიდენტის ინიციატივით წარმატებული მომავლისთვის შექმნილ კლას-კაბინეტს უნიკალური შესაძლებლობები აქვს. ყველა ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ამ კლასშია დამონტაჟებული წარმატებული მომავალი თაობის ჩამოყალიბებას ემსახურება და სასწავლო პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს და ნაყოფიერს ხდის. კლასში თავს კომფორტულად გრძნობენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში თითქმის ყველა საგნის გაკვეთილები ტარდება. სხვადასხვა საგნების სწავლებისას პედაგოგები აქტიურად იყენებენ ვირტუალურ ლაბორატორიებს. მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და აუდიო სისტემა პრეზენტაციების მოწყობის საშუალებასაც იძლევა. პირველი ექსპერიმენტული სკოლა სისტემატიურად მასპინძლობს სხვა სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს და მათთვის მრავალფუნქციური საკლასო ოთახში საჩვენებელ გაკვეთილებს აწყობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახი მალე ყვარელში გაიხსნება, პროცესი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში ანალოგიური მომავლის მრავალფუნქციური საკლასო ოთახები ყველა დიდი ქალაქის სკოლებში მოეწყობა. |
![]()
სიტყვა ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღია.
არისტოტელე ![]() ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა 23.11.2020
თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ![]() 02.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. ![]() 30.09.2020
თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ; |

Loading
