მინისტრმა შობა ინგლისური ენის მასწავლებელს მიულოცა07.01.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 173-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს მაია ქემოკლიძეს შობა მიულოცა და საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა. მაია ქემოკლიძე იმ 20 წარმატებულ პედაგოგს შორისაა, რომლებსაც სამინისტრო რამდენიმე დღეში მეთოდურ სასწავლო სტაჟირებაზე ინგლისში, ნოტინგჰემის უნივერსიტეტში გაგზავნის. ახლაგაზრდა პედაგოგი 13 წელია 173-ე საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ასწავლის, მისი გაკვეთილები გამორჩეულად საინტერესოა, განსაკუთრებული ენთუზიაზმით იგი პირველკლასელებთან მუშაობს. მაია ქემოკლიძემ მოიძია და თავად შექმნა ელექტრონული გაკვეთილების სხავდასხვა ვერსიები, ამით მან კიდევ უფრო გაამდიდრა და საინტერესო გახადა სასწავლო პროცესი, მალე მის მიერ შექმნილი ელექტრონული გაკვეთილები ბუკებში ჩაიტვირთება და ყველა პირველკლასელისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მაია ქემოკლიძე ინდივიდუალურად უდგება თითოეულ მოსწავლეს და მის შესაძლებლობებს ითვალისწინებს, იგი აქტიურად თანამშრომლობს პირველკლასელთა მშობლებთანაც. მაია ქემოკლიძე ასევე წარმატებულად ასწავლის უფროსკლასელებს, თითოეული კლასისთვის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, შექმნილი აქვს სილაბუსები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის პრიორიტეტულია განათლების სისტემაში მოღვაწე წარმატებულ ადამიანთა გამოვლენა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი, გამორჩეულ პედაგოგთა წარმოჩენა და სხადასხვა ფორმით მათი წახალისებაა. |
![]()
სიკეთე არ დაიმალება.
ძველი რომაული გამონათქვამი ![]() სკოლებში ”ოკუპაციის კვირეული” გრძელდება 23.02.2012
”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა. ![]() ”წითელი ყაყაჩოს” აქცია გრძელდება 22.02.2012
”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში ორგანიზებული ”წითელი ყაყაჩოს” აქცია გრძელდება და მას 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ირინე ქურდაძის განცხადებით, XX-XXI საუკუნეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს. ![]() კონკურსი ”საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე” მიმდინარეობს 22.02.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სასკოლო პროექტების კონკურსს - ”საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე” ატარებს. |
Loading








