მინისტრის საახალწლო საჩუქარი02.01.2012
თბილისის №10 საჯარო სკოლის, სოციალურად დაუცველ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს გიორგი ბერძენიშვილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სახლში ეწვია და ახალი წელი მიულოცა. მინისტრმა გიორგის საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა და ამით ყველაზე დიდი საახალწლო სურვილი აუხდინა. გიორგი თავისი თანატოლებისგან განსხვავებით ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია და ეტლით სარგებლობს. მიუხედავად ამისა, იგი ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში სწავლობს, სადაც ყველა პირობა აქვს შექმნილი მიიღოს სრულყოფილი განათლება. ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე გიორგი სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობს. გიორგი ბერძენიშვილი სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. მან უკვე აირჩია მომავალი პროფესია. სკოლაში სწავლის პარალელურად მან პროფესიული კოლეჯი დაამთავრა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს დაეუფლა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების მიმართულებით. დღეს თითქმის ყველა ბავშვი მისი ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური თუ სხვა მდგომარეობის მიუხედავად, განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობითაა უზრუნველყოფილი. |
![]()
სიკეთე არ დაიმალება.
ძველი რომაული გამონათქვამი ![]() სკოლებში ”ოკუპაციის კვირეული” გრძელდება 23.02.2012
”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა. ![]() ”წითელი ყაყაჩოს” აქცია გრძელდება 22.02.2012
”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში ორგანიზებული ”წითელი ყაყაჩოს” აქცია გრძელდება და მას 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ირინე ქურდაძის განცხადებით, XX-XXI საუკუნეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს. ![]() კონკურსი ”საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე” მიმდინარეობს 22.02.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სასკოლო პროექტების კონკურსს - ”საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე” ატარებს. |
Loading








