Loading


საქართველო გამოცდილებას სურინამის რესპუბლიკას უზიარებს


19.12.2011

საქართველო გამოცდილებას სურინამის რესპუბლიკას უზიარებსსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე სამინისტროს დელეგაციასთან ერთად სურინამის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ნოდარ სურგულაძემ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს საქართველოში წარმოებული 100 კომპიუტერი ”ბუკი” და ხუთი ,,ჭკვიანი დაფა” (smart board) გადასცა. ასევე მინისტრის მოადგილე გაცვლითი პროგრამების ამოქმედებასთან დაკავშირებით, სურინამის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია, სადაც გადაწყდა, რომ საქართველოს მთავრობა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხუთი  სურინამელი მოქალაქის სწავლებას სრულად დააფინანსებს.

სურინამის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუმრობისას სამინისტროს დელეგაცია სასწავლებლის სტრუქტურას, მიმდინარე პროგრამებს, დოკუმენტების აღიარებისა და ჩვენ სისტემასთან შესაბამისობის საკითხებს გაეცნო და ის დეტალები გაარკვია, რაც სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ამოქმედებასთანაა დაკავშირებული.

სამხრეთ ამერიკის რესპუბლიკაში მყოფმა ქართულმა დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრები  სურინამის განათლებისა და საზოგადოებრივი განვითარების, საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებთან გამართა.
 
ვიზიტისს ფარგლებში ორგანიზებულ თითოეულ შეხვედრაზე მასპინძლები ინტერესდებოდნენ როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სფეროში არსებული მდგომარეობით ისე, მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებით.

სურინამის რესპუბლიკაში ქართულ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა და ყველა შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სურინამში ოთარ ბერძენიშვილი.


სიკეთე არ დაიმალება.

ძველი რომაული გამონათქვამი



23.02.2012

”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის  მოსწავლეებთან ერთად, ოკუპაციის მუზეუმი  დაათვალიერა.

22.02.2012

”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში ორგანიზებული ”წითელი ყაყაჩოს” აქცია გრძელდება და მას 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ირინე ქურდაძის განცხადებით, XX-XXI საუკუნეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს.

22.02.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის  სასკოლო პროექტების კონკურსს - ”საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე” ატარებს.

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations