Loading


ახალი სასწავლო წლიდან 83 ახალი „მომავლის კლასი“ ამოქმედდება


14.09.2012

2012 წელს საქართველოს მასშტაბით 83 საჯარო სკოლაში „მომავლის კლასი“ მოეწყო. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი  „მომავლის კლასები“ ყველა რეგიონის დიდი ქალაქების სკოლებში გაიხსნება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის „მომავლის კლასი“ დაათვალიერა.

,,მომავლის კლასი“ ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. კლასში დამონტაჟებულია ინტერაქტიული სმარტდაფა და თოთხმეტი მონიტორი. ულტრათანამედროვე ტექნიკის საშუალებით მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ჩაატარონ ინტეგრირებული გაკვეთილები, დამონტაჟებული მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას  უზრუნველყოფს.  ”მომავლის კლასებიდან“  საქართველოს მასშტაბით არსებულ  ყველა ”მომავლის კლასთან“ ონლაინ ჩართვაა შესაძლებელი.

გაკვეთილზე მასწავლებელს საშუალება აქვს მონიტორის საშუალებით  თვალყური ადევნოს მოსწავლეების მუშაობის პროცესს, საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს დახმარება, გაუგზავნოს  მათ კომენტარი.

მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში შესაძლებელია ჩატარდეს ინგლისურის, ქართულის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, გეომეტრიის  გაკვეთილები. სხვადასხვა საგნების სწავლებისას გამოყენებული იქნას ვირტუალური ლაბორატორიები და  სასწავლო ”იარაღები” (სახაზავი, ტრანსპორტირი, ფარგალი და სხვადასსხვა ფიგურების ასაგები ხელსაწყოები). მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეინახონ და შემდგომ გამოიყენონ ჩატარებული გაკვეთილების ელექტრონული ვერსია. მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია  და აუდიო სისტემა ახალი მასალის ეფექტური პრეზენტაციის  საშუალებას იძლევა.


ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს, ხოლო გენიოსები თავიდან იცილებენ მათ.

ალბერტ აინშტაინი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations