Skype კონსულტაცია მასწავლებლის სახლში26.09.2012
მასწავლებლის სახლი პედაგოგებს ახალ მომსახურებას, Skype კონსულტაციას სთავაზობს. კონსულტაციის მიმდინარეობას დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დაესწრნენ. Skype ვიდეო ზარით დღეს თბილისის 143-ე და წეროვანის მე-3 საჯარო სკოლების პედაგოგებმა ისარგებლეს. დღეიდან ნებისმიერ პედაგოგს მასწავლებლის სახლის საგნობრივ კონსულტანტებთან გასაუბრება Skype-ით შეეძლებათ. ეს სიახლე მათ საშუალებას მისცემს, როგორც საკუთარ საგანში, ისე პროფესიულ უნარებში არსებულ ნებისმიერ კითხვაზე უმოკლეს დროში მიიღოს პასუხი. კონსულტაციის მისაღებად თითოეული მათგანი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.tpdc.ge) უნდა დარეგისტრირდეს. მასწავლებლის სახლი პედაგოგებს Skype ვიდეო ზარის გარდა კონსულტანტებთან პირად შეხვედრებსაც სთავაზობს. შეხვედრაზე დასასწრებად ნებისმიერმა დაინტერესებულმა პედაგოგმა რეგისტრაცია ცენტრის ვებ-გვერდზე უნდა გაიაროს. |
ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.
არისტოტელე ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა 23.11.2020
თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა 02.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. 30.09.2020
თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ; |
Loading