დაწყებითი განათლების პროექტი ამოქმედდება13.12.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტს (G-PriEd) „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა დაწყებითი სკოლის (I-VI კლასები) ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებისთვის“. ამ თემასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ, პროექტის ხელმძღვანელმა ქეთრინ კემპმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელმძღვანელმა ქეთი ჩაჩხიანმა დღეს ბრიფინგი გამართეს.
პროექტის მიზანია დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლებისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებს ჩაუტარდებათ ინოვაციური ტრენინგ-პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების შესახებ. ასევე, განხორციელდება სკოლის ბაზაზე არსებული უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა. პროექტის ფარგლებში შემუშავდება მშობელთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიები. ამასთანავე, სკოლები მიიღებენ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს, როგორიცაა: საკითხავი მასალა მოსწავლეებისთვის, მანიპულატივები მათემატიკის სწავლებისთვის, თვალსაჩინოებები და შეფასების ინსტრუმენტები. სკოლებს ასევე გადაეცემათ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა. პროექტის საპილოტე ეტაპი 2013 წლის თებერვალში დაიწყება და 2014 წლის ივნისში დასრულდება. თავდაპირველად საქართველოს მასშტაბით 121 სკოლას მიეცემა მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. რადგანაც ადგილები შეზღუდულია, სკოლებს ვთხოვთ, ყურადღებით გაეცნონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროექტის შესახებ და დროულად გააკეთონ განაცხადი. სააპლიკაციო ფორმების მიღება მიმდინარე წლის 17 დეკემბერს დაიწყება და 21 დეკემბერს დასრულდება. |
![]()
სიტყვა ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღია.
არისტოტელე ![]() ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა 23.11.2020
თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ![]() 02.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. ![]() 30.09.2020
თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ; |

Loading
