650 000 მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს08.04.2013
2013-2014 სასწავლო წლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2084 საჯარო სკოლის 650 000 ათასი მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემის პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა. წელს პირველად, ყველა საჯარო სკოლის მოსწავლისათვის სახელმძღვანელოებს სახელმწიფო შეიძენს. თითოეული ოჯახი ყოველწლიურად, ერთი მოსწავლის სახელმძღვანელოების სრულ პაკეტში 100-160 ლარს იხდიდა, ორი მოსწავლის შემთხვევაში კი - 200-320 ლარს. სამინისტროს ახალი ინიციატივით 2013-2014 სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოები ყველა ოჯახისათვის ხელმისაწვდომი გახდება. |
ღმერთი დაეხმარება მას, ვინც თავის თავს ეხმარება.
არაბული ანდაზა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა 23.11.2020
თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა 02.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. 30.09.2020
თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ; |
Loading