Loading


განათლების მულტიმედია ცენტრში ონლაინ კონფერენცია გაიმართა


25.04.2013

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, განათლების მულტიმედია ცენტრში ონლაინ კონფერენცია გაიმართა. ონლაინ კონფერენციის თემა იყო მოსწავლეთა სამოქალაქო მონაწილეობა და ახალგაზრდების როლი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.

კონფერენციის განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ პასუხი გასცა, როგორც აუდიტორიაში მყოფ თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების, ასევე SKYPE-ის მეშვეობით საქართველოს ყველა რეგიონიდან მიღებულ მოსწავლეთა შეკითხვებს. კონფერენციაში 120-მდე კლუბის წევრმა მიიღო მონაწილეობა.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით,   ამერიკული ორგანიზაცია PH International ახორციელებს. პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში. პროგრამა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

პროგრამა მუშაობს საქართველოს ყველა რეგიონში და ქვეყნის მასშტაბით 740 სკოლასთან თანამშრომლობს. პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და სკოლებს უსასყიდლოდ გადაეცა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების 4 სხვადასხვა კომპლექტი (სულ 115,440 სახელმძღვანელო).

აკრედიტებული ტრენინგ კურსის („დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“) მეშვეობით გადამზადებულია სამოქალაქო განათლების 740-მდე პედაგოგი, შექმნილია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, რომელიც პედაგოგებს  პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს, ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი სასკოლო სამოქალაქო კლუბი ფუნქციონირებს, სადაც მოსწავლეები სკოლისა და ადგილობრივი თემის საკეთილდღეოდ პროექტებს ახორციელებენ,

ვებპორტალის www.initiatives.ge მეშვეობით დაფინანსდა მოსწავლეთა და პედაგოგთა მიერ წარმოდგენილი 350 პროექტი, სემინარი სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის შესახებ გაიარა 700-ამდე სკოლის დირექტორმა, 11 საგანმანათლებლო რესურსცენტრს გადაეცა სამოქალაქო განათლების სფეროში არსებული ლიტერატურა და პუბლიკაციები ბიბლიოთეკების დაფუძნების მიზნით, სოციალურ მედიაში ტრენინგი გაიარა 700-ამდე მოსწავლემ, საზაფხულო ბანაკებში „მე აქტიური მოქალაქე ვარ“ მონაწილეობა მიიღო 440-მა მოსწავლემ და პედაგოგმა, ტარდება ტრენინგები დებატებსა და საჯარო გამოსვლებში, ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების ინტერაქტიული ვებგვერდი www.civics.ge. პროგრამის ფარგლებში წარმატებული სასკოლო სამოქალაქო კლუბები  ჯილდოვდებიან საკლუბო ტექნიკის კომპლექტით.

პროგრამის შედეგების შუალედურმა კვლევამ გამოავლინა პროგრამის დადებითი ზეგავლენა ბენეფიციარებზე.


რასაც არ კრძალავს კანონი, იმის ჩადენას კრძალავს სინდისი.

ლათინური გამონათქვამი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations