Loading


საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში - 2013


10.05.2013

მასწავლებელთა კონკურსის “პარტნიორები განათლებაში - საქართველოს ფორუმი 2013“ ფარგლებში მეხუთე ინტერნეტ კონსულტაცია გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ ინტერნეტით მიმართა მასწავლებლებს.

შეხვედრაში 75-ზე მეტი სკოლის პედაგოგი საქართველოს ქალაქებიდან და სოფლებიდან - კავთისხევი, სენაკი, პატარძეული, ქუთაისი, ბათუმი, გორი, რუხი, აგარა, სურამი, რუსთავი, ჩოხატაური, წყალტუბო, ასპინძა, კოხნარი, ახალდაბა, ძულუხი, ძეგვი, თბილისის ყველა რაიონი და ა.შ. მონაწილეობდა.

ინტერნეტ შეხვედრა მასწავლებელთა კონკურსის „პარტნიორები განათლებაში - საქართველოს ფორუმი 2013“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (პროგრამა “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ და  „მასწავლებელთა ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ტრენინგების“ პროგრამა), Microsoft საქართველოს, Intel-ის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაწყებითი განათლების პროექტის, საქართველოში ბრიტანეთის საბჭოსა და Innovative Systems Management-ის პარტნიორობით და მისი მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა.

ალუდა გოგლიჩიძემ გამოთქვა სამინისტროს სრული მხარდაჭერა ამ ინიციატივისადმი და მოუწოდა სკოლებსა და პედაგოგებს აქტიურობისკენ. კონკურსი წელს მეოთხედ იმართება საქართველოში. კონკურსის სიახლეა ახალი ნომინაციების დამატება, რომლებშიც გამარჯვებულებს თვითონ სასკოლო საზაგადოების წევრები, - მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები ირჩევენ მოწონებების საშუალებით. ამ სიახლის მიზანია სკოლის ღიაობის ხელშეწყობა და საზოგადოების აქტიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.

პედაგოგეგბს კონკურსში სასწავლო აქტივობების წარდგენა 19 მაისამდე შეუძლიათ. ინტერნეტ შეხვედრის ჩანაწერი და კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაზლებელია ვებგვერდზე www.pilforum2013.k12.ge


რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია.

ლათინური გამონათქვამი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations