Loading


მაიკროსოფტის განათლების მსოფლიო ფორუმში გამარჯვებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ


25.03.2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მაიკროსოფტის განათლების მსოფლიო ფორუმში გამარჯვებული პედაგოგები Windows ტაბლეტი ოპერაციული სისტემის მქონე პლანშეტური კომპიუტერებით დააჯილდოვა.

ქართველი მასწავლებლები: მარეხ ბასილიძე (თბილისის #157 საჯარო სკოლა), რუსუდან გონაშვილი (დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა) და თეა ნონიკაშვილი (გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა) მაიკროსოფტის განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობისათვის კონკურსის წესით შეირჩნენ.

გლობალურ ფორუმზე ქართველმა პედაგოგებმა მსოფლიოს 97 ქვეყნის 250 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად,  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საგანმანათლებლო პროექტების შექმნაზე  აქტიურად იმუშავეს. ეს პროექტები გრძელვადიანია და  სხვადასხვა ქვეყნის საკლასო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს.

მაიკროსოფტის განათლების მსოფლიო ფორუმი  ბარსელონაში, მიმნდინარე წლის 11-14 მარტს გაიმართა. ფორუმი   მაღალი დონის ღონისძიებას წარმოადგენს, რომელშიც  მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლები მონაწილეობენ. ეს პედაგოგები, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენებით, ინოვაციურ სასწავლო რესურესებს ქმნიან. ფორუმის დროს ხდება ამ საგანმანათლებლო პროექტების წარდგენა, მიმდინარეობს სემინარები, იმართება საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენა.

მაიკროსოფტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსთან თანამშრომლობით, რამდენიმე წელია საქართველოში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.


რასაც არ კრძალავს კანონი, იმის ჩადენას კრძალავს სინდისი.

ლათინური გამონათქვამი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations