Loading


ტექნოლოგიური საკლასო ოთახის პრეზენტაცია გაიმართა


17.09.2014

თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს და ადვილად დაძლევადს ხდის სწავლა-სწავლების პროცესს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სკოლების კომპიუტერიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. კომპანია იუ-ჯი-თის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამ საჯარო სკოლაში ტექნოლოგიური საკლასო ოთახი მოეწყობა.

დღეს, კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უახლესი კლასის მოდელის პრეზენტაცია გამართა.

საკლასო ოთახის მოდელი, რომელიც იუ-ჯი-თიმ დამსწრე საზოგადოებას წარუდგენა აღჭურვილია Acer-ის ინოვაციური ტექნიკის ნიმუშებით:
· თანამედროვე ინტერაქტიული სასწავლო/საპრეზენტაციო სისტემა;
· ნოუთბუქი მასწავლებლისათვის; · თაჩ ეკრანიანი ნეტბუქები მოსწავლეებისათვის;
· მულტიფუნქციური პრინტერი.

ტექნოლოგიური საკლასო ოთახის საშუალებით, მასწავლებელს შესაძლებლობა ექნება ინტერაქტიულ რეჟიმში წარმართოს გაკვეთილი, მოსწავლეებს გაუადვილოს, საინტერესო და სახალისო გახადოს სწავლების პროცესი. მოსწავლეებს კი, შეეძლებათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საგნებში მნიშვნელოვნად აიმაღლონ ცოდნის დონე.

პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საზოგადოებას აღნიშნული ტექნიკის შესაძლებლობები და სწავლების პროცესში გამოყენების მეთოდები გააცნეს. თანამედროვე ტექნოლოგიური კლასის გამოყენება სწავლების პროცესში ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეუძლია.


რასაც არ კრძალავს კანონი, იმის ჩადენას კრძალავს სინდისი.

ლათინური გამონათქვამი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations