Loading


პირველკლასელებს გაუმჯობესებული კომპიუტერები გადაეცათ


16.09.2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია  იუ-ჯი-თის ერთობლივი პროექტი, რომელიც პირველკლასელთათვის პორტაბელური კომპიუტერებით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა, წარმატებით დასრულდა. 15 სექტემბერს 42 000 ათასამდე პირველკლასელმა ახალი მოდელის გაუმჯობესებული  პერსონალური კომპიუტერი საჩუქრად მიიღო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, კომპანია ACER-ის ვიცე-პრეზიდენტი გრიგოლ მიზოლსკი და კომპანიის იუ-ჯი-თის ვიცე-პრეზიდენტი გურამ ხოჯანაშვილი დღეს, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელებთან შესახვედრად მივიდნენ და ახალი კომპიუტერების  შეფასებები მათგან და მათი დამრიგებლებისაგან პირადად მოისმინეს.

პირველკლასელთა კომპიუტერები პერსონალური კომპიუტერების წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის ACER-ის მიერაა დამზადებული. მსგავსი ტექნიკა მწარმოებელს არაერთხელ მიუწოდებია როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებისთვის და დიდი მოწონებითაც სარგებლობს.

გაუმჯობესებულ კომპიუტერებს გააჩნია შემდეგი  მახასიათებლები:

1)  წონა -  შემცირებულია მაქსიმუმ 250 გრამით -  სატარებლად გაცილებით მოსახერხებელია და რისკი იმისა, რომ ბავშვს შემთხვევით გაუარდეს ხელიდან  შემცირებულია, ზედაპირის ფაქტურა ისეთია რომ ხელში არ სრიალებს, უძლებს 70 სმ-იან თავისუფალ ვარდნას, რაც დასტურდება ქარხნის მიერ მოწოდებული სერთიფიკატით.

2)   ეკრანის ზომა და გარჩევადობა - ჩანს უფრო მეტი ფართობის გამოსახულება, უფრო მეტი კონტრასტულობით ზომიერად დიდ ეკრანზე, (ეკრანის დიაგონალმა მოიმატა 1,5"- ით, ხოლო რეზოლუციამ 40% ით, იყო 0,6 mpx, არის 1,01 mpx),  მაღალი ხარისხის გარჩევადობის ეკრანი  (11. 6 ინჩი, LED backlit TFTLCD , HD 1366 x 768, 16:9 a spect ratio),  ბავშვის თვალს ნაკლებად გადაღლის.

3)   უახლესი თაობის პროცესორი, გაცილებით ძლიერ და ენერგოეფექტური (მინიმუმ 30-40%-ით ორივე მაჩვენებელში), მაღალი სიხშირის და წარმადობის პროცესორი, პირველკლასელებს მომავალ კლასებშიც მისცემს სრულ ფასოვანი მუშაობის საშუალებას;

4)   ​თხელი კორპუსი და თანამედროვე დიზაინი, მოდელს უსაფრთხოების მიზნით, მომრგვალებული აქვს კუთხეები;

5)   ტექნოლოგიური სიახლე: კომპიუტერი არ საჭიროებს და არ გააჩნია ქულერი, მუშაობს უხმაუროდ და მუშაობის დროს არ ხურდება;

6)   დენის წყარო (ელემენტი) - გაუმჯობბესებულია და მუშაობს დაახლოებით 6-7 საათი (2 ჯერ მეტი ვიდრე წინა მორბედზე);

7)   კომპიუტერს გავლილი აქვს ქარხნული ტესტი ვარდნაზე და მოყვება ევროკავშირში აღიარებული ეკო-სერტიფიკატები უვნებლობაზე;

8)   პროდუქტს მოყვება ერთწლიანი უფასო საგარანტიო მომსახურება.


წარმატების საიდუმლო: იარე წინ.

არაბული ანდაზა



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations